https://sputnik-georgia.com/20220414/vin-wava-ukrainasi-dasaxelda-saqarvelos-parlamentis-delegaciis-semadgenloba-265992312.html
ვინ წავა უკრაინაში? დასახელდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობა
ვინ წავა უკრაინაში? დასახელდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობა
Sputnik საქართველო
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დელეგაციაში წევრობაზე უარი განაცხადეს
2022-04-14T21:04+0400
2022-04-14T21:04+0400
2022-04-14T23:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698264_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_58bbf5bba91998016cf42c6420d6386b.jpg
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოდან უკრაინაში ცხრაკაციანი საპარლამენტო დელეგაცია გაემგზავრება, იტყობინება ტელეკომპანია „იმედი“.დელეგაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია.ოპოზიციიდან უკრაინაში საკანონმდებლო ორგანოს ხუთი წევრი გაემგზავრება. ესენი არიან: ლევან იოსელიანი („მოქალაქეები“), გიორგი ხოჯევანიშვილი („საქართველოსთვის“), ხათუნა სამნიძე („რესპუბლიკური პარტია“), ვახტანგ მეგრელიშვილი („გირჩი“) და ანა ნაცვლიშვილი („ლელო“).ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს დელეგაციის წევრობაზე, რომელსაც პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. უკრაინაში გამგზავრებას არ აპირებენ ასევე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.ოთხშაბათს ორი ქვეყნის სპიკერების სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინას უახლოეს დღეებში ეწვევა. საუბრის დროს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, უკრაინელი მოქალაქეების მიმართ საქართველოში გამოჩენილი ყურადღებისთვის.ჯერ უცნობია ვიზიტის ზუსტი თარიღი, რომელიც ჯერ კიდევ შესათანხმებელია. წინასწარი ინფორმაციით, ქართული დელეგაცია უკრაინაში შაბათს გაემგზავრება.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698264_310:0:3041:2048_1920x0_80_0_0_3769562a472e86bfb94b8a2a72148cd9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა ვიზიტი საქართველო პარლამენტი დელეგაცია შემადგენლობა
უკრაინა ვიზიტი საქართველო პარლამენტი დელეგაცია შემადგენლობა
ვინ წავა უკრაინაში? დასახელდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობა
21:04 14.04.2022 (განახლებულია: 23:32 14.04.2022) ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრობაზე უარი განაცხადეს.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოდან უკრაინაში ცხრაკაციანი საპარლამენტო დელეგაცია გაემგზავრება, იტყობინება ტელეკომპანია „იმედი“.
დელეგაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია.
ოპოზიციიდან უკრაინაში საკანონმდებლო ორგანოს ხუთი წევრი გაემგზავრება. ესენი არიან: ლევან იოსელიანი („მოქალაქეები“), გიორგი ხოჯევანიშვილი („საქართველოსთვის“), ხათუნა სამნიძე („რესპუბლიკური პარტია“), ვახტანგ მეგრელიშვილი („გირჩი“) და ანა ნაცვლიშვილი („ლელო“).
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს დელეგაციის წევრობაზე, რომელსაც პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. უკრაინაში გამგზავრებას არ აპირებენ ასევე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.
ოთხშაბათს ორი ქვეყნის სპიკერების სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინას უახლოეს დღეებში ეწვევა. საუბრის დროს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, უკრაინელი მოქალაქეების მიმართ საქართველოში გამოჩენილი ყურადღებისთვის.
ჯერ უცნობია ვიზიტის ზუსტი თარიღი, რომელიც ჯერ კიდევ შესათანხმებელია. წინასწარი ინფორმაციით, ქართული დელეგაცია უკრაინაში შაბათს გაემგზავრება.