https://sputnik-georgia.com/20220414/uaqcizo-sogaretit-vawrobam-saxelmwifos-titqmis-milioni-laris-zarali-miayena-265994561.html
უაქციზო სიგარეტით ვაჭრობამ სახელმწიფოს თითქმის მილიონი ლარის ზიანი მიაყენა
უაქციზო სიგარეტით ვაჭრობამ სახელმწიფოს თითქმის მილიონი ლარის ზიანი მიაყენა
Sputnik საქართველო
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა იურიდიული პირი, რომელიც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა
2022-04-14T23:11+0400
2022-04-14T23:11+0400
2022-04-14T23:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტთან და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით სამი პირი დააკავა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.დაკავებულებს ბრალად ედება „უკანონო სამეწარმეო საქმიანობა“, „განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა“, „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა“.სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილე იურიდიული პირიც.გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი საბაჟო საწყობი, კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით - 4.443.433 ლარის შემოსავლის მიღება, რითაც სახელმწიფოს 978.004 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა.კერძოდ, საბაჟო საწყობის კომპანიის ხელმძღვანელი პირები კომპანიის კუთვნილ არასაბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 571 304 ლარის საბაზრო ღირებულების უაქციზო სიგარეტს.საწყობის ხელმძღვანელობამ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით სარეალიზაციოდ გაამზადა 30.637 ლარის საბაჟო (184.131 ლარის საბაზრო) ღირებულების სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, რაც საგამოძიებო სამსახურის მიერ მყისიერად იქნა ამოღებული.საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უაქციზო სიგარეტი ვაჭრობა სახელმწიფო მილიონი ლარი ზარალი
უაქციზო სიგარეტი ვაჭრობა სახელმწიფო მილიონი ლარი ზარალი
უაქციზო სიგარეტით ვაჭრობამ სახელმწიფოს თითქმის მილიონი ლარის ზიანი მიაყენა
23:11 14.04.2022 (განახლებულია: 23:13 14.04.2022) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა იურიდიული პირი, რომელიც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტთან და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით სამი პირი დააკავა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
დაკავებულებს ბრალად ედება „უკანონო სამეწარმეო საქმიანობა“, „განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა“, „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა“.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილე იურიდიული პირიც.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი საბაჟო საწყობი, კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით - 4.443.433 ლარის შემოსავლის მიღება, რითაც სახელმწიფოს 978.004 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა.
კერძოდ, საბაჟო საწყობის კომპანიის ხელმძღვანელი პირები კომპანიის კუთვნილ არასაბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 571 304 ლარის საბაზრო ღირებულების უაქციზო სიგარეტს.
საწყობის ხელმძღვანელობამ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით სარეალიზაციოდ გაამზადა 30.637 ლარის საბაჟო (184.131 ლარის საბაზრო) ღირებულების სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, რაც საგამოძიებო სამსახურის მიერ მყისიერად იქნა ამოღებული.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.