თბილისში ბახის მუსიკის საღამო გაიმართება

© photo: Sputnikჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი. ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“
ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი. ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2022
გამოწერა
კონცერტის ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი მუსიკის მოყვარულთ 15 აპრილს სიმფონიური მუსიკის კონცერტზე იწვევს.
საღამოზე თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა იოჰან სებასტიან ბახის უკვდავ ნაწარმოებებს შეასრულებენ.
© courtesy of Djansug Kakhidze Tbilisi center for Music and Cultureჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი.
Центр имени Джансуга Кахидзе - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2022
ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი.
კონცერტს არჩილ უშვერიძე უდირიჟორებს. სოლისტები: მ. აბრამიშვილი (კონტრტენორი), ზ. ნატროშვილი (ტენორი), გ. გოდერძიშვილი (ბანი) და ა. ვასაძე.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად.
ყველა ახალი ამბავი
0