თალაკვაძე: „ნაცმოძრაობა" საქართველოში ოპოზიციური პარტიების მომავალს გაანადგურებს

© photo: Sputnik / Stringerარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2022
გამოწერა
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულმა პარტიამ ოპოზიციაში მონოპოლია დაკარგა, მიაჩნია არჩილ თალაკვაძეს.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შანტაჟის ქვეშ მოექცევიან, საკუთარ მომავალს გაანადგურებენ, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
პოლიტიკოსის აზრით, ერთი ქოლგის ქვეშ ოპოზიციის გაერთიანების სტრატეგია პოლიტიკური პარტიებისთვის წამგებიანი იქნება. ადრე ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანების რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ყველა მცდელობა კრახით დასრულდა შიდა უთანხმოებისა და აზრთა სხვადასხვაობის გამო.

„თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობის“ და ამ რადიკალური ბანაკის მხრიდან შანტაჟის ობიექტი გახდება, თუ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მართლა დაინტერესებული არიან ევროპული პოლიტიკით, ოპონირებით, დებატებით, არჩევნებით და ამ შანტაჟის საშიშროების წინაშე აღმოჩნდებიან, მაშინ ჩვენ კი არა, პირველ რიგში ისინი დაზარალდებიან, რადგანაც საკუთარ მომავალს გაინადგურებენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები „ცუდ განწყობაზე“ არიან, რადგანაც ადრე თვლიდნენ, რომ მათ ოპოზიციაში მონოპოლია აქვთ.
„როდესაც მათ ეს მონოპოლია დაკარგეს, გახდნენ აგრესიული და ყველას დაბლოკვას შეეცადნენ. მაგრამ დემოკრატიულმა რეფორმებმა, არჩევნებმა, დაფინანსების ახალმა მოდელმა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობამ დაანგრია ეს დღის წესრიგი და ისინი ბანკროტად გამოაცხადა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
დღეისათვის საპარლამენტო ოპოზიცია სხვადასხვა ფრაქციებითა და პოლიტიკური ჯგუფებით, თავიანთი დღის წესრიგითა და ინიციატივებით, 61 დეპუტატითაა წარმოდგენილი.
ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 30 დეპუტატით არის წარმოდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0