https://sputnik-georgia.com/20220414/sazedao-erovnul-arqivsi-daculi-zeglebis-mixedvit-axali-srifti-seiqmna-265991872.html
„საზედაო“: ეროვნულ არქივში დაცული ძეგლების მიხედვით ახალი შრიფტი შეიქმნა
„საზედაო“: ეროვნულ არქივში დაცული ძეგლების მიხედვით ახალი შრიფტი შეიქმნა
Sputnik საქართველო
ეროვნულ არქივში აცხადებენ, რომ შრიფტი დიდ დახმარებას გაუწევს ტექსტების დიზაინერებს ახალი იდეების განხორციელებაში.
2022-04-14T20:38+0400
2022-04-14T20:38+0400
2022-04-14T23:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
თანამედროვე ტექნოლოგიები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/02/264078914_156:186:881:594_1920x0_80_0_0_367b3c3ba3908bd79d46900eac9c37fd.jpg
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ეროვნულ არქივში დაცული ძეგლების მიხედვით შეიქმნა ქართული მხედრული ანბანის საზედაო ასოების შრიფტი ამავე სახელწოდებით – „საზედაო“. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ეროვნული არქივის, კომპანია „ჯეპრასა“ და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით განხორციელდა.ამასთან, როგოც ეროვნულ არქივში აცხადებენ, შრიფტი დიდ დახმარებას გაუწევს ტექსტების დიზაინერებს ახალი იდეების განხორციელებაში, ამასთან პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ ხელნაწერთა გაფორმების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.შრიფტი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი.დღეს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება, რომელიც 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 44 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები ტარდება.ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა, რომელზეც მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/02/264078914_196:163:862:663_1920x0_80_0_0_8145543ebe3e45935740cc9ceba8b141.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„საზედაო“ არქივი ძეგლები შრიფტი საზედაო ფონტი
„საზედაო“ არქივი ძეგლები შრიფტი საზედაო ფონტი
„საზედაო“: ეროვნულ არქივში დაცული ძეგლების მიხედვით ახალი შრიფტი შეიქმნა
20:38 14.04.2022 (განახლებულია: 23:29 14.04.2022) ეროვნულ არქივში აცხადებენ, რომ შრიფტი დიდ დახმარებას გაუწევს ტექსტების დიზაინერებს ახალი იდეების განხორციელებაში.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ეროვნულ არქივში დაცული ძეგლების მიხედვით შეიქმნა ქართული მხედრული ანბანის საზედაო ასოების შრიფტი ამავე სახელწოდებით – „საზედაო“. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ეროვნული არქივის, კომპანია „ჯეპრასა“ და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით განხორციელდა.
„შრიფტს, რომლის პრეზენტაცია დედაენის დღეს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა, საფუძვლად დაედო XIV–XVIII საუკუნეების ხელნაწერებში გამოყენებული გრაფემები, ანუ საზედაო ასოები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, როგოც ეროვნულ არქივში აცხადებენ, შრიფტი დიდ დახმარებას გაუწევს ტექსტების დიზაინერებს ახალი იდეების განხორციელებაში, ამასთან პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ ხელნაწერთა გაფორმების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.
შრიფტი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ არის
ხელმისაწვდომი.
დღეს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება, რომელიც 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 44 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.
საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები ტარდება.
ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა, რომელზეც მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.