„საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი რეისები დანიშნა

© photo: Sputnikმატარებელი თბილისი-ბათუმი
მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2022
გამოწერა
დამატებითი რეისები მგზავრებს ხუთი დღის განმავლობაში მოემსახურება.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს.
კერძოდ, 22, 23, 24 და 25 აპრილს შესრულდება დამატებითი რეისები თბილისი-ბათუმის მიმართულებით, ხოლო 21, 22, 23, 24 და 25 აპრილს - თბილისი-ფოთის მიმართულებით.
მგზავრებს მატარებლების მოძრაობის განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ „საქართველოს რკინიგზის“ ვებგვერდზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებ-გვერდის საშუალებით; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0