რუსეთში უკრაინის ბიოლაბორატორიების დასავლელი კურატორები დაასახელეს

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2022
გამოწერა
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. რუსი სამხედროებისთვის ცნობილი გახდა უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის (UNTC) ამერიკელი და ევროპელი თანამშრომლების სახელები, რომლებიც კვლევებს ეწეოდნენ აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამის ინტერესებიდან გამომდინარე, განაცხადა რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა.
„ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებს აშშ-ის მოქალაქე კურტის ბელაიაჩი. ის 1968 წლის 27 აგვისტოს დაიბადა კალიფორნიაში, სწავლობდა კალიფორნიის ანდერსონის მენეჯმენტის უნივერსიტეტში. აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ფინანსებში და მუშაობს უკრაინაში 1994 წლიდან“, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა.
ცენტრის თავმჯდომარე ევროკავშირისგან გახლავთ ედი არტურ მაიერი. შეერთებული შტატებიდან ცენტრის მუშაობას ხელმძღვანელობს ფილ დოლიფი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში იკავებს მდივნის მრჩევლის მოადგილის თანამდებობას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღაის გაუვრცელებლობის პროგრამებში.
კირილოვის თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული დოკუმენტები ადასტურებს STCU-ს კავშირს პენტაგონთან Black & Veatch-ის მეშვეობით, რომელიც ამერიკის სამხედრო დეპარტამენტის მთავარი კონტრაქტორია. კერძოდ, მოსკოვს ხელთ აქვს ფირმის ვიცე-პრეზიდენტ მეთიუ ვებერის მიმოწერა, სადაც ის გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს STCU-სთან უკრაინაში სამხედრო ბიოლოგიურ კვლევებზე.
კირილოვის თქმით, ბოლო წლებში შეერთებულმა შტატებმა 350 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა ცენტრის ფუნქციონირებაზე, რომელიც, თავისი წესდების დოკუმენტების შესაბამისად, მოქმედებს როგორც საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია და, ერთი შეხედვით, საერთო არაფერი აქვს პენტაგონთან. STCU-ის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება 1993 წლის 25 ოქტომბრით დათარიღებული შეთანხმებით უკრაინის, კანადის, აშშ-ისა და შვედეთის მთავრობებს შორის.
„ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეების საექსპერტო ცენტრმა დაადგინა, რომ STCU-ის ძირითადი საქმიანობა — ეს პენტაგონისთვის საინტერესო კვლევების ჩასატარებლად გრანტების გამანაწილებელი ცენტრის სახით ფუნქციონირებაა, მათ შორის ბიოლოგიური იარაღის სფეროში“, — განაცხადა კირილოვმა.
STCU-ის დამკვეთები და სპონსორებია არიან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი, ხოლო დაფინანსება ასევე მოდის აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტების გავლით.
კირილოვის განმარტებით, მრავალი კვლევა მიეძღვნა ბიოლოგიური იარაღის პოტენციური აგენტებისა და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ინფექციების პათოგენების შესწავლას, როგორიცაა პათოგენური ფრინველის გრიპი და ღორის აფრიკული ჭირი. პროექტები P-364, 444 და 781, რომლებიც მიზნად ისახავს საშიში ინფექციების პათოგენების გავრცელების შესწავლას მწერების ვექტორების, გარეული ფრინველებისა და ღამურების მეშვეობით, დაფინანსდა აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე.

პენტაგონის სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამა

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, შეერთებულმა შტატებმა ას მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების მუშაობაზე, რომლებიცმონაწილეობდნენამერიკულსამხედრობიოლოგიურპროგრამაშიდასაქმე ჰქონდათ ჭირისა და ჯილეხის პათოგენებთან.
საერთო ჯამში, ქსელი შედგებოდა 30-ზე მეტი ინსტიტუტისგან, რომლებიც მუშაობდნენპენტაგონისინტერესებში. რუსულისპეცოპერაციისდაწყებისშემდეგუკრაინიდანგაიტანეს ყველაფერი, რაც ამერიკულიპროგრამისგაგრძელებასეხებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0