https://sputnik-georgia.com/20220414/ra-asakidan-miireben-bavsvebs-skolasi-kanonsi-cvlileba-sevida-265989176.html
სკოლაში მისაღებად ბავშვების ასაკმა ნახევარი თვით გადაიწია: კანონში ცვლილება შევიდა
სკოლაში მისაღებად ბავშვების ასაკმა ნახევარი თვით გადაიწია: კანონში ცვლილება შევიდა
Sputnik საქართველო
ამ დრომდე არსებული რეგულაციით, სკოლებში დარეგისტრირება შეეძლოთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებოდათ. 14.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-14T18:33+0400
2022-04-14T18:33+0400
2022-04-14T22:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0f/249447570_0:103:3000:1791_1920x0_80_0_0_6ee7565ddb638a171cc054367e6abc9c.jpg
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, პირველ კლასში სწავლის დაწყებას შეძლებენ, იუწყება საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი.აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დღეს განიხილა, მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, ცვლილების მიღების მიზეზი მშობლების თხოვნა იყო, მით უმეტეს, რომ 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვების რაოდენობის დამატება არ შექმნის რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას სკოლების გადატვირთულობასთან დაკავშირებით.კანონმდებლების თქმით, ასეთი ბავშვი სულ 2.540-ია და მათთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები გამოიყოფა. კერძოდ, პირველკლასელებისთვის და მასწავლებლებისთვის კომპიუტერებზე 2,1 მილიონი ლარი დაიხარჯება, სახელმძღვანელოების შესყიდვაზე – 101,6 ათასი ლარი, მერხებსა და სკამებზე – 711 ათასი ლარი. ახალი მოსწავლეების გამო სკოლებისთვის დამატებითი დაფინანსება 720 ათას ლარს შეადგენს.ამ დრომდე არსებული რეგულაციით, ახალი სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირება შეეძლოთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებოდათ.მომავალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 15 მარტს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია ოთხ ეტაპად ჩატარდება. ოთხივე ეტაპის დასრულების ვადაა 12 ივლისი.კანონპროექტი ძალაში პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ შევა.წყარო - საქართველოს პარლამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0f/249447570_238:0:2762:1893_1920x0_80_0_0_68c15727aa546b6c1336a9689394f3fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს პარლამენტი
სკოლაში მისაღებად ბავშვების ასაკმა ნახევარი თვით გადაიწია: კანონში ცვლილება შევიდა
18:33 14.04.2022 (განახლებულია: 22:42 14.04.2022) ამ დრომდე არსებული რეგულაციით, სკოლებში დარეგისტრირება შეეძლოთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებოდათ.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, პირველ კლასში სწავლის დაწყებას შეძლებენ, იუწყება საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი.
აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დღეს განიხილა, მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, ცვლილების მიღების მიზეზი მშობლების თხოვნა იყო, მით უმეტეს, რომ 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვების რაოდენობის დამატება არ შექმნის რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას სკოლების გადატვირთულობასთან დაკავშირებით.
კანონმდებლების თქმით, ასეთი ბავშვი სულ 2.540-ია და მათთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები გამოიყოფა. კერძოდ, პირველკლასელებისთვის და მასწავლებლებისთვის კომპიუტერებზე 2,1 მილიონი ლარი დაიხარჯება, სახელმძღვანელოების შესყიდვაზე – 101,6 ათასი ლარი, მერხებსა და სკამებზე – 711 ათასი ლარი. ახალი მოსწავლეების გამო სკოლებისთვის დამატებითი დაფინანსება 720 ათას ლარს შეადგენს.
ამ დრომდე არსებული რეგულაციით, ახალი სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირება შეეძლოთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებოდათ.
მომავალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 15 მარტს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია ოთხ ეტაპად ჩატარდება. ოთხივე ეტაპის დასრულების ვადაა 12 ივლისი.
კანონპროექტი ძალაში პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ შევა.