მოსკოვმა ოთხასამდე ამერიკელი კონგრესმენი „შავ სიაში“ შეიყვანა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2022
გამოწერა
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. რუსეთმა, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციების საპასუხოდ, შეზღუდვები დაუწესა 398 კონგრესმენს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა „შავ სიაში“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თითქმის მთელი შემადგენლობა შეიყვანა.

„ეს პირები, მათ შორის აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის ხელმძღვანელობა და კომიტეტების თავმჯდომარეები, შეყვანილი არიან რუსეთის „სტოპ სიაში“ — მუდმივ საფუძველზე“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „სპეცოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის“ და უკრაინის ტერიტორიების დაკავება არ შედის რუსეთის ფედერაციის გეგმებში.
ყველა ახალი ამბავი
0