https://sputnik-georgia.com/20220414/jandacvis-saministro-ucxoetsi-morvawe-qartvel-eqimebtan-itanamsromlebs-265989956.html
ჯანდაცვის სამინისტრო უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებთან ითანამშრომლებს
ჯანდაცვის სამინისტრო უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებთან ითანამშრომლებს
Sputnik საქართველო
საბჭოს წევრები საზღვარგარეთ მოღვაწე, სხვადასხვა დარგის წარმატებული კლინიცისტი მედიკოსები გახდებიან.
2022-04-14T19:16+0400
2022-04-14T19:16+0400
2022-04-14T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/04/249357583_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_596eda48a7f3c3eb42e1eb6cb311fe7d.jpg
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მყოფ ქართველ ექიმებთან თანამშრომლობას იწყებს, ნათქვამია უწყების პრეს-რელიზში.სამინისტროში იქმნება „მრჩეველთა საბჭო“, რომლის წევრებიც საზღვარგარეთ მოღვაწე, სხვადასხვა დარგის წარმატებული კლინიცისტი მედიკოსები გახდებიან.„მრჩეველთა საბჭო“ ჩაერთვება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ასევე სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმების შემუშავებაში.გარდა ამისა, საბჭოს წევრები ჯანდაცვის სამინისტროს მაღალკვალიფიციურ, ობიექტურ და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებულ რეკომენდაციებს გაუზიარებენ, აღნიშნავენ უწყებაში.საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ამერიკისა და ევროპის წამყვანი კლინიკების ექიმები ითანამშრომლებენ.კერძოდ, ანგიოლოგი იოსებ ნანობაშვილი (ავსტრია), ნევროლოგი მაია პატარაია (ავსტრია), რადიოლოგი დიმიტრი ტვილდიანი (აშშ), ეპიდემიოლოგი თამარ კვარცხავა (აშშ), ქირურგ-ტრავმატოლოგი, თერაპევტი ირაკლი შოშიაშვილი (გერმანია), ქირურგი ივანე ჩაჩხიანი (ჩეხეთი), გიორგი ნადირაძე (გერმანია), პათოლოგოანატომი ალექსი ბაიდოშვილი (ჰოლანდია), ოტორინოლარინგოლოგი გივი მაღრაძე (გერმანია), ბავშვთა ფსიქიატრი, ნევროლოგი სოფიო ნატრიაშვილი (ავსტრია).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/04/249357583_241:0:2972:2048_1920x0_80_0_0_857d3b6f6b94b2609210d808167921f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა სამინისტრო უცხოეთი მოღვაწეობა საქართველო ექიმები თანამშრომლობა
ჯანდაცვა სამინისტრო უცხოეთი მოღვაწეობა საქართველო ექიმები თანამშრომლობა
ჯანდაცვის სამინისტრო უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებთან ითანამშრომლებს
19:16 14.04.2022 (განახლებულია: 22:47 14.04.2022) საბჭოს წევრები საზღვარგარეთ მოღვაწე, სხვადასხვა დარგის წარმატებული კლინიცისტი მედიკოსები გახდებიან.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მყოფ ქართველ ექიმებთან თანამშრომლობას იწყებს, ნათქვამია უწყების პრეს-რელიზში.
სამინისტროში იქმნება „მრჩეველთა საბჭო“, რომლის წევრებიც საზღვარგარეთ მოღვაწე, სხვადასხვა დარგის წარმატებული კლინიცისტი მედიკოსები გახდებიან.
„მრჩეველთა საბჭო“ ჩაერთვება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ასევე სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმების შემუშავებაში.
გარდა ამისა, საბჭოს წევრები ჯანდაცვის სამინისტროს მაღალკვალიფიციურ, ობიექტურ და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებულ რეკომენდაციებს გაუზიარებენ, აღნიშნავენ უწყებაში.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ამერიკისა და ევროპის წამყვანი კლინიკების ექიმები ითანამშრომლებენ.
კერძოდ, ანგიოლოგი იოსებ ნანობაშვილი (ავსტრია), ნევროლოგი მაია პატარაია (ავსტრია), რადიოლოგი დიმიტრი ტვილდიანი (აშშ), ეპიდემიოლოგი თამარ კვარცხავა (აშშ), ქირურგ-ტრავმატოლოგი, თერაპევტი ირაკლი შოშიაშვილი (გერმანია), ქირურგი ივანე ჩაჩხიანი (ჩეხეთი), გიორგი ნადირაძე (გერმანია), პათოლოგოანატომი ალექსი ბაიდოშვილი (ჰოლანდია), ოტორინოლარინგოლოგი გივი მაღრაძე (გერმანია), ბავშვთა ფსიქიატრი, ნევროლოგი სოფიო ნატრიაშვილი (ავსტრია).