https://sputnik-georgia.com/20220414/-opcw-qimikatebze-gafrtxileba-dezinformaciad-seafasa-266095172.html
შულგინი: OPCW-მა რუსეთის გაფრთხილება ქიმიკატების გამოყენებაზე დეზინფორმაციად შეაფასა
შულგინი: OPCW-მა რუსეთის გაფრთხილება ქიმიკატების გამოყენებაზე დეზინფორმაციად შეაფასა
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნებმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW) ჯერ კიდევ მარტში დეზინფორმაციად შეაფასეს რუსეთის... 14.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-14T21:03+0400
2022-04-14T21:03+0400
2023-07-20T15:44+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია opcw
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/16/265405906_0:103:3275:1945_1920x0_80_0_0_d08d1eb84e347b7689a772969638ff20.jpg
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნებმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW) ჯერ კიდევ მარტში დეზინფორმაციად შეაფასეს რუსეთის გაფრთხილებები კიევის მიერ ქიმიკატების გამოყენების საფრთხეზე და განაცხადეს, რომ ნებისმიერ ინციდენტზე მხოლოდ მოსკოვი იქნება პასუხისმგებელი, განაცხადა ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრ შულგინმა.ამით, მისი თქმით, მათ მწვანე შუქი აანთეს უკრაინელ ნაციონალისტებს.რაც შეეხება OPCW-ს ტექნიკურ სამდივნოს, როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ის ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმშია.ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) 12 აპრილს განაცხადა, რომ შეშფოთებულია მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბოლო დაუდასტურებელი ცნობებით. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ტექნიკურმა სამდივნომ მიიღო შეტყობინებები როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან ტოქსიკური ქიმიკატების იარაღად გამოყენების საფრთხის შესახებ და მოთხოვნისთანავე გადასცა იგი OPCW-ის 193 წევრ სახელმწიფოს.მანამდე უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთმა მარიუპოლში სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენა.თავის მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მანამდე არ გამორიცხა, რომ უკრაინელი სამხედროები დასავლური სპეცსამსახურების პირდაპირი მხარდაჭერით ახალ პროვოკაციებს მოაწყობდნენ მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებით და თავიანთ ქმედებებს რუსეთს მიაწერდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელებმა „არაადამიანური პროვოკაცია“ მოამზადეს ავდეევკის მიმდებარე ტერიტორიებზე მოსახლეობის ქიმიური ნივთიერებებით მასობრივი მოწამვლის მიზნით, ხოლო უკრაინის სპეცსამსახურები ხარკოვის რეგიონში 120 ტონა ქლორის შემცველი საწყობის აფეთქებას გეგმავენ, რათა მოგვიანებით ეს რუსეთს დააბრალონ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/16/265405906_271:0:3002:2048_1920x0_80_0_0_45bbe478de5fa9f85c0595e285a2650a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია opcw, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია opcw, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნებმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW) ჯერ კიდევ მარტში დეზინფორმაციად შეაფასეს რუსეთის გაფრთხილებები კიევის მიერ ქიმიკატების გამოყენების საფრთხეზე და განაცხადეს, რომ ნებისმიერ ინციდენტზე მხოლოდ მოსკოვი იქნება პასუხისმგებელი, განაცხადა ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრ შულგინმა.
„მოაზროვნე დელეგაციები სრულად იზიარებენ ჩვენს შეშფოთებას უკრაინაში ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენების საფრთხის შესახებ. მეორე მხრივ, დასავლეთის ქვეყნებმა მაქსიმალურად ორპირი პოზიცია დაიკავეს: მარტში აღმასრულებელი საბჭოს სესიაზე მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ რუსეთის გაფრთხილებები სხვა არაფერია, თუ არა დეზინფორმაცია და მხოლოდ ჩვენი ქვეყანა იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერ ინციდენტზე“, - განაცხადა შულგინმა.
ამით, მისი თქმით, მათ მწვანე შუქი აანთეს უკრაინელ ნაციონალისტებს.
„ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს სრული უგულებელყოფა CWC-ის დებულებების მიმართ, რომელთა გამოყენებასაც ცდილობენ მხოლოდ თავიანთი ვიწრო ეგოისტური გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად”, — თქვა მუდმივმა წარმომადგენელმა.
რაც შეეხება OPCW-ს ტექნიკურ სამდივნოს, როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ის ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმშია.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) 12 აპრილს განაცხადა, რომ შეშფოთებულია მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბოლო დაუდასტურებელი ცნობებით. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ტექნიკურმა სამდივნომ მიიღო შეტყობინებები როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან ტოქსიკური ქიმიკატების იარაღად გამოყენების საფრთხის შესახებ და მოთხოვნისთანავე გადასცა იგი OPCW-ის 193 წევრ სახელმწიფოს.
მანამდე უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთმა მარიუპოლში სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენა.
თავის მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მანამდე არ გამორიცხა, რომ უკრაინელი სამხედროები დასავლური სპეცსამსახურების პირდაპირი მხარდაჭერით ახალ პროვოკაციებს მოაწყობდნენ მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებით და თავიანთ ქმედებებს რუსეთს მიაწერდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელებმა „არაადამიანური პროვოკაცია“ მოამზადეს ავდეევკის მიმდებარე ტერიტორიებზე მოსახლეობის ქიმიური ნივთიერებებით მასობრივი მოწამვლის მიზნით, ხოლო უკრაინის სპეცსამსახურები ხარკოვის რეგიონში 120 ტონა ქლორის შემცველი საწყობის აფეთქებას გეგმავენ, რათა მოგვიანებით ეს რუსეთს დააბრალონ.