თბილისში 5 ათასამდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2022
გამოწერა
გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა 14 აპრილსვე დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. გაზმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თბილისში 5 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
კომპანიის ცნობით, მთაწმინდა–კრწანისისა და ისანი–სამგორის რაიონებში აბონენტებს გაზმომარაგება 14 აპრილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეეზღუდება.
გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 14:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
ყველა ახალი ამბავი
0