https://sputnik-georgia.com/20220413/tbilisshi-damatebit-23-eleqtrodamteni-damontajdeba-265959640.html
ელექტრომობილების მფლობელების საყურადღებოდ! თბილისში ელექტროდამტენების რაოდენობა გაიზრდება
ელექტრომობილების მფლობელების საყურადღებოდ! თბილისში ელექტროდამტენების რაოდენობა გაიზრდება
Sputnik საქართველო
ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლა დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 13.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-13T16:52+0400
2022-04-13T16:52+0400
2022-04-13T21:42+0400
თბილისი დღეს
საქართველო
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/13/251220576_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_4313356375f883518784926d0978303f.jpg
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. უახლოეს პერიოდში თბილისში ელექტრომობილების დამტენი დამატებით 23 ერთეული მოწყობილობა დამონტაჟდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.რამდენიმე წელია საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლების იდეას, რაც მიზნად ისახავს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. მთავრობის გეგმებში საქართველოს ავტოპარკის 90%-ის ელექტრომობილებით ჩანაცვლებაა.ამ დროისათვის დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 45 ელექტროდამტენია დამონტაჟებული. კალაძის თქმით, ელექტროდამტენების დამონტაჟება თბილისის ქუჩებში ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო ძალიან ბევრი ეკონომიკური აქტივობა შეჩერდა, მათ შორის, აღნიშნული პროგრამაც.„საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დავალებული ჰქონდა ქალაქის მასშტაბით ელექტროდამტენების განთავსება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ წავახალისოთ ელექტრომობილების შემოყვანა საქართველოსა და, რა თქმა უნდა, თბილისში. დღეისათვის ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ბიზნესთან თანამშრომლობით 45 ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ ისე, რომ მუნიციპალიტეტიდან თანხები არ დახარჯულა“, – აღნიშნა მერმა.საქართველომ 2019 წლის გაზაფხულზე ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ განაცხადა. შესაბამის მემორანდუმს ქართულმა ჰოლდინგმა IGroup ჩინურ კონსორციუმ Changan Automobile-თან მოაწერა ხელი.გეგმის მიხედვით, ქარხნის მუშაობის დაწყებიდან 1,5 წელში 5 ათასამდე ელექტრომობილის წარმოება იგეგმებოდა. თუმცა, პროექტის განხორციელება კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა.2017 წლის იანვრიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტზე აქციზი გაიზარდა, რომელიც დამოკიდებულია ავტომობილის გამოშვების წელსა და ძრავის მოცულობაზე. მაგრამ ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში აქციზი, პირიქით, შემცირდა 60%-ით, ხოლო ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადი საერთოდ გაუქმდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/13/251220576_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_6b2e2d71a33b12584282d067c94c8767.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, საქართველო, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი დღეს, საქართველო, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
ელექტრომობილების მფლობელების საყურადღებოდ! თბილისში ელექტროდამტენების რაოდენობა გაიზრდება
16:52 13.04.2022 (განახლებულია: 21:42 13.04.2022) ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლა დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. უახლოეს პერიოდში თბილისში ელექტრომობილების დამტენი დამატებით 23 ერთეული მოწყობილობა დამონტაჟდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
რამდენიმე წელია საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლების იდეას, რაც მიზნად ისახავს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. მთავრობის გეგმებში საქართველოს ავტოპარკის 90%-ის ელექტრომობილებით ჩანაცვლებაა.
„23 დამატებითი ლოკაცია გვაქვს, სადაც ელექტროდამტენებს განვათავსებთ და ქალაქის მასშტაბით ელექტრომობილების დატენვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კალაძემ.
ამ დროისათვის დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 45 ელექტროდამტენია დამონტაჟებული. კალაძის თქმით, ელექტროდამტენების დამონტაჟება თბილისის ქუჩებში ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო ძალიან ბევრი ეკონომიკური აქტივობა შეჩერდა, მათ შორის, აღნიშნული პროგრამაც.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დავალებული ჰქონდა ქალაქის მასშტაბით ელექტროდამტენების განთავსება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ წავახალისოთ ელექტრომობილების შემოყვანა საქართველოსა და, რა თქმა უნდა, თბილისში. დღეისათვის ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ბიზნესთან თანამშრომლობით 45 ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ ისე, რომ მუნიციპალიტეტიდან თანხები არ დახარჯულა“, – აღნიშნა მერმა.
საქართველომ 2019 წლის გაზაფხულზე ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ განაცხადა. შესაბამის მემორანდუმს ქართულმა ჰოლდინგმა IGroup ჩინურ კონსორციუმ Changan Automobile-თან მოაწერა ხელი.
გეგმის მიხედვით, ქარხნის მუშაობის დაწყებიდან 1,5 წელში 5 ათასამდე ელექტრომობილის წარმოება იგეგმებოდა. თუმცა, პროექტის განხორციელება კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა.
2017 წლის იანვრიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტზე აქციზი გაიზარდა, რომელიც დამოკიდებულია ავტომობილის გამოშვების წელსა და ძრავის მოცულობაზე. მაგრამ ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში აქციზი, პირიქით, შემცირდა 60%-ით, ხოლო ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადი საერთოდ გაუქმდა.