Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თათია სულუაშვილმა 11 დღეში ხუთ კილოგრამამდე დაიკლო - გახარებული მსახიობი ცეკვავს - ვიდეო

© courtesy of Tatia Suluashviliთათია სულუაშვილი
თათია სულუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2022
გამოწერა
„ახალი შაბათის შოუს“ არტისტი და უამრავი სახასიათო როლის შემსრულებელი წლების წინ დაოჯახდა. მისი რჩეული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ვასიკო შაბურიშვილია. წყვილს ორი შვილი შეეძინა.
თათია სულუაშვილი ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული იუმორისტია. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში არ უსწავლია და პროფესიით სულაც ეკონომისტია, მის მიერ შესრულებულ როლებს უამრავი ადამიანი იწონებს. თათია როლებში ისე იჭრება, რომ ბევრს თათიას ბუნებრივი ხასიათი გმირის განწყობაში ეშლება.
სულუაშვილის კადრს მიღმა გადაღებული ვიდეოებიც კი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ მსახიობმა სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ცეკვა-ცეკვით ამბობს, რომ 11 დღეში 4,8 კილოგრამი დაიკლო. როგორც ჩანს, მსახიობს ეს ძალიან ახარებს.
თათია სულუაშვილს დიდი ოჯახი ჰყავს. 11 წელია, რაც დაოჯახდა. მისი რჩეული ეკონომისტი ვასიკო შაბურიშვილია, რომელსაც ტელეეკრანებსა და ჟურნალებში გამოჩენა არ უყვარს. მეუღლესთან შედარებით ვასიკო საჯარო სივრცეებსა და კამერებს თავს არიდებს. ვასიკოს და თათიას ორი შვილი ჰყავთ, ქეთო და დათი შაბურიშვილები.
ყველა ახალი ამბავი
0