საქართველოში შვიდ ექიმს ლიცენზია დროებით შეუჩერდა

© Pixabay / ckstockphotoექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2022
გამოწერა
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოში შვიდი ექიმი არაპროფესიონალიზმში ამხილეს და სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერეს, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, პროფესიული განვითარების საბჭოს წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 7 საკითხი განიხილეს და 19 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.

„საბჭოს გადაწყვეტილებით, შვიდ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა: ოთხ ექიმს – ექვსი თვით, სამ ექიმს კი – ერთი თვის ვადით. შვიდმა ექიმმა წერილობითი გაფრთხილება მიიღო, ხუთ ექიმს კი პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა", – აღნიშნულია განცხადებაში.

პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება.
პროფესიული განვითარების საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს.
ყველა ახალი ამბავი
0