https://sputnik-georgia.com/20220413/saqartvelo-gaeros-arasamtavrobo-organizaciebis-komitetis-wevri-gaxda-265967404.html
საქართველო გაეროს არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის წევრი გახდა
საქართველო გაეროს არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის წევრი გახდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ექნება შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს კომიტეტის მუშაობაში და გაეროს მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვაში.
2022-04-13T23:34+0400
2022-04-13T23:34+0400
2022-04-13T23:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
გაერო
პოლიტიკა
საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24683/80/246838090_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_a5c4b737f67a7e0a12de149f990d0824.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის წევრად 2023 წლიდან 2026 წლამდე ვადით აირჩიეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.საქართველო არჩეულ იქნა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) პლენარული სხდომის ფარგლებში.საქართველოს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით წვლილი შეიტანოს კომიტეტის მუშაობაში, ხელი შეუწყოს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეზოლუციით გათვალისწინებული პრინციპების განხორციელებას და გაეროს მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას, ნათქვამია განცხადებაში.არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტი არის ECOSOC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომელიც საბჭომ 1946 წელს დააარსა.კომიტეტი შედგება 19 წევრისაგან, რომლებიც აირჩევიან სამართლიანი გეოგრაფიული პრინციპის საფუძველზე: ხუთი წევრი აფრიკის ქვეყნებიდან; ოთხი წევრი აზიიდან; ორი წევრი აღმოსავლეთ ევროპიდან; ოთხი წევრი ლათინური ამერიკიდან და კარიბის ზღვის ქვეყნებიდან; და ოთხი წევრი - დასავლეთ ევროპის ქვეყნები და სხვა სახელმწიფოები. ბიუროს წევრების უფლებამოსილების ვადა ოთხი წელია.წყარო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24683/80/246838090_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_d4494c3a0253791d431b671d2e57d884.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო გაერო არასამთავრობო ორგანიზაციები კომიტეტი წევრი ecosoc
საქართველო გაერო არასამთავრობო ორგანიზაციები კომიტეტი წევრი ecosoc
საქართველო გაეროს არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის წევრი გახდა
23:34 13.04.2022 (განახლებულია: 23:35 13.04.2022) საქართველოს ექნება შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს კომიტეტის მუშაობაში და გაეროს მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვაში.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის წევრად 2023 წლიდან 2026 წლამდე ვადით აირჩიეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველო არჩეულ იქნა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) პლენარული სხდომის ფარგლებში.
საქართველოს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით წვლილი შეიტანოს კომიტეტის მუშაობაში, ხელი შეუწყოს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეზოლუციით გათვალისწინებული პრინციპების განხორციელებას და გაეროს მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას, ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტი არის ECOSOC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომელიც საბჭომ 1946 წელს დააარსა.
კომიტეტი შედგება 19 წევრისაგან, რომლებიც აირჩევიან სამართლიანი გეოგრაფიული პრინციპის საფუძველზე: ხუთი წევრი აფრიკის ქვეყნებიდან; ოთხი წევრი აზიიდან; ორი წევრი აღმოსავლეთ ევროპიდან; ოთხი წევრი ლათინური ამერიკიდან და კარიბის ზღვის ქვეყნებიდან; და ოთხი წევრი - დასავლეთ ევროპის ქვეყნები და სხვა სახელმწიფოები. ბიუროს წევრების უფლებამოსილების ვადა ოთხი წელია.