რატომ იკვრება ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი სხვადასხვა მხარეს: სამი ვერსია

  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2022
გამოწერა
ქალები და მამაკაცები ღილებს სხვადასხვა მხარეს იკრავენ. რატომ? ამ ტრადიციის რამდენიმე ვერსია არსებობს.
პირველი ვერსიით, ეს წესი შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს.
იმ პერიოდში ღილი სრულფასოვან სამკაულად მიიჩნეოდა, რადგან მას ძვირფასი მასალისგან ამზადებდნენ. ოქროსა და ვერცხლის ღილები საზოგადოებაში განსაკუთრებულ სტატუსსა და მდგომარეობაზე მეტყველებდა.
როგორც მოგეხსენებათ, არისტოკრატიული ოჯახის ქალები დამოუკიდებლად არასდროს იცვამდნენ — ამისთვის მოახლეები არსებობდნენ. მოახლისთვის რომ მოსახერხებელი ყოფილიყო, ქალბატონის სამოსზე ღილებს მისი მხრიდან მარჯვნივ აკერებდნენ, ანუ ტანსაცმელზე — მარცხენა მხარეს.
რაც შეეხება მამაკაცებს, არისტოკრატებიც კი სხვისი დახმარების გარეშე იცვამდნენ. ამიტომ ღილები, მათთვის რომ მოსახერხებელი ყოფილიყო, მარჯვენა მხარეს იყო მიკერებული.
გარდა ამისა, ევროპელი მამაკაცებიც ხშირად მონაწილეობდნენ სამხედრო ლაშქრობებში და შეიარაღებულ ჯარისკაცს თავისუფლად უნდა შეძლებოდა მარჯვენა ხელის გათბობა კოსტიუმის მარცხენა მხარეს ხელის შეყოფით.
მეორე ვერსიის მიხედვით, ღილებს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელზე სხვადასხვა მხარეს პრაქტიკულობიდან გამომდინარე აკერებენ — მათი ტანსაცმლის ერთმანეთისგან გარჩევის მიზნით.
მესამე ვერსიით, ქალის ტანსაცმელზე ღილების მარცხენა მხარეს დაკერების ტრადიცია იქიდან დამკვიდრდა, რომ დედას, რომელიც ჩვილს ძუძუს აწოვებდა, ადვილად დაეჭირა პატარა მარცხენა ხელში და თან მარჯვენა ხელით სხვა საქმის კეთება შეძლებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0