https://sputnik-georgia.com/20220413/qartuli-ocneba-opozicia-gadatrialebas-amzadebs-265966148.html
„ქართული ოცნება“: ოპოზიცია გადატრიალებას ამზადებს
„ქართული ოცნება“: ოპოზიცია გადატრიალებას ამზადებს
Sputnik საქართველო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ცდილობენ, დააჩქარონ რევოლუციური გეგმები, აღნიშნა კობახიძემ
2022-04-13T21:25+0400
2022-04-13T21:25+0400
2022-04-13T22:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846003_0:190:2400:1540_1920x0_80_0_0_d7c575626ddcaf744b6f1814b32b6174.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ქართული ოპოზიციური პარტიები შეხვედრებზე გადატრიალების სცენარს განიხილავენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ბაკურიანში გამართა შეხვედრა, რომელიც „ლელოს“ მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრაზე ევროინტეგრაციის საკითხები განიხილებოდა.მან შეხვედრაში მონაწილე პარტიები – „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, ელენე ხოშტარიას პარტია დროა“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ სატელიტებად მოიხსენია და დასძინა, რომ მათი მთავარი მიზანი ქვეყანაში ომის გაჩაღებაა.„ნაცმოძრაობას“ თავისი სატელიტებით უნდა ერთადერთი რამ დღეს – საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რევოლუციური გეგმების დაჩქარების მცდელობაც სწორედ ამ განზრახვას უკავშირდება“, – განაცხადა კობახიძემ.„ნაციონალურ მოძრაობაში“ კობახიძის ბრალდებებს არასერიოზული უწოდეს.„არ ვიცი, ამას სერიოზულად უნდა ვუპასუხო თუ არა, მაგრამ როცა ეგზისტენციალური პრობლემა დაუდგებათ, საუბრობენ ხოლმე გადატრიალებაზე. როგორ წარმოგიდგენიათ რაიმე სახის დაფარული შეხვედრა სასტუმროში ღიად, უამრავ ხალხთან ერთად, და ამ ღია შეხვედრაზე რაიმე საიდუმლოებაზე საუბარი?“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.ოპოზიციის ნაწილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთობა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. ოპოზიცია ხელისუფლებისგან რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას ითხოვს, მმართველი ძალა კი მას ომის გაჩაღების სურვილში ადანაშაულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846003_147:153:2076:1600_1920x0_80_0_0_0bda1d357510715c484c53c6acc69c94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ოცნება“ ოპოზიცია გადატრიალება მომზადება ირაკლი კობახიძე
„ოცნება“ ოპოზიცია გადატრიალება მომზადება ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნება“: ოპოზიცია გადატრიალებას ამზადებს
21:25 13.04.2022 (განახლებულია: 22:56 13.04.2022) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ცდილობენ დააჩქარონ რევოლუციური გეგმები, აღნიშნა კობახიძემ.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ქართული ოპოზიციური პარტიები შეხვედრებზე გადატრიალების სცენარს განიხილავენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ბაკურიანში გამართა შეხვედრა, რომელიც „ლელოს“ მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრაზე ევროინტეგრაციის საკითხები განიხილებოდა.
„პარტია „ლელო“ ბაკურიანში მუშაობდა ხელისუფლების გადატრიალების სტრატეგიაზე“, – აღნიშნა კობახიძემ.
მან შეხვედრაში მონაწილე პარტიები – „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, ელენე ხოშტარიას პარტია დროა“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ სატელიტებად მოიხსენია და დასძინა, რომ მათი მთავარი მიზანი ქვეყანაში ომის გაჩაღებაა.
„ნაცმოძრაობას“ თავისი სატელიტებით უნდა ერთადერთი რამ დღეს – საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რევოლუციური გეგმების დაჩქარების მცდელობაც სწორედ ამ განზრახვას უკავშირდება“, – განაცხადა კობახიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კობახიძის ბრალდებებს არასერიოზული უწოდეს.
„არ ვიცი, ამას სერიოზულად უნდა ვუპასუხო თუ არა, მაგრამ როცა ეგზისტენციალური პრობლემა დაუდგებათ, საუბრობენ ხოლმე გადატრიალებაზე. როგორ წარმოგიდგენიათ რაიმე სახის დაფარული შეხვედრა სასტუმროში ღიად, უამრავ ხალხთან ერთად, და ამ ღია შეხვედრაზე რაიმე საიდუმლოებაზე საუბარი?“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციის ნაწილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთობა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. ოპოზიცია ხელისუფლებისგან რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას ითხოვს, მმართველი ძალა კი მას ომის გაჩაღების სურვილში ადანაშაულებს.