https://sputnik-georgia.com/20220413/iaponia-aukussi-miiwvies-265941089.html
იაპონიას AUKUS-ში გაწევრიანება შესთავაზეს
იაპონიას AUKUS-ში გაწევრიანება შესთავაზეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები სთავაზობენ იაპონიას, შეუერთდეს სამმხრივი თავდაცვის ალიანსს (AUKUS), რომელიც 2021... 13.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-13T09:31+0400
2022-04-13T09:31+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
იაპონია
aukus
პოლიტიკა
აშშ
ავსტრალია
დიდი ბრიტანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441600_0:0:1828:1029_1920x0_80_0_0_138f125cc91891c7a600bc20a2e3f8ed.jpg
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები სთავაზობენ იაპონიას, შეუერთდეს სამმხრივი თავდაცვის ალიანსს (AUKUS), რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე შეიქმნა, იუწყება გაზეთი Sankei.გამოცემის ინფორმაციით, AUKUS-ის ქვეყნები დაინტერესებული არიან, გამოიყენონ ტოკიოს ტექნოლოგიური შესაძლებლობები ჰიპერბგერითი იარაღისა თუ რადიოლექტრონული ბრძოლის საშუალებების შესაქმნელად, ასევე კიბერნეტიკის, ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური ტექნოლოგიების სფეროებში ერთობლივი მუშაობისთვის.ანონიმმა ოფიციალურმა პირებმა გაზეთს განუცხადეს, რომ ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა ჯერჯერობით არაოფიციალურად მიიწვიეს იაპონია AUKUS-ში.Sankei-ს ინფორმაციით, იაპონიის მთავრობაში AUKUS-ში გაწევრიანებას ჰყავს მომხრეები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ეს სტრუქტურა დაეხმარება მათ „ჩინეთთან დაპირისპირებაში“. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან და ავსტრალიასთან გარკვეულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობით შემოფარგვლა უკეთესია.AUKUS 2021 წლის სექტემბერში შეიქმნა. მისი სახელწოდება ჩამოყალიბებულია წევრების მიხედვით: Australia, United Kingdom, United States. ალიანსის მიზანი იყო ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2022 წლის აპრილში აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია ჰიპერბგერითი იარაღის შექმნაზე შეთანხმდნენ.
იაპონია
აშშ
ავსტრალია
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441600_160:0:1732:1179_1920x0_80_0_0_f41e0bf0c169057695c3d45aaddb0c64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იაპონია , aukus, პოლიტიკა, აშშ , ავსტრალია , დიდი ბრიტანეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
იაპონია , aukus, პოლიტიკა, აშშ , ავსტრალია , დიდი ბრიტანეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები სთავაზობენ იაპონიას, შეუერთდეს სამმხრივი თავდაცვის ალიანსს (AUKUS), რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე შეიქმნა, იუწყება გაზეთი
Sankei. გამოცემის ინფორმაციით, AUKUS-ის ქვეყნები დაინტერესებული არიან, გამოიყენონ ტოკიოს ტექნოლოგიური შესაძლებლობები ჰიპერბგერითი იარაღისა თუ რადიოლექტრონული ბრძოლის საშუალებების შესაქმნელად, ასევე კიბერნეტიკის, ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური ტექნოლოგიების სფეროებში ერთობლივი მუშაობისთვის.
ანონიმმა ოფიციალურმა პირებმა გაზეთს განუცხადეს, რომ ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა ჯერჯერობით არაოფიციალურად მიიწვიეს იაპონია AUKUS-ში.
Sankei-ს ინფორმაციით, იაპონიის მთავრობაში AUKUS-ში გაწევრიანებას ჰყავს მომხრეები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ეს სტრუქტურა დაეხმარება მათ „ჩინეთთან დაპირისპირებაში“. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან და ავსტრალიასთან გარკვეულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობით შემოფარგვლა უკეთესია.
AUKUS 2021 წლის სექტემბერში შეიქმნა. მისი სახელწოდება ჩამოყალიბებულია წევრების მიხედვით: Australia, United Kingdom, United States. ალიანსის მიზანი იყო ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2022 წლის აპრილში აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია ჰიპერბგერითი იარაღის შექმნაზე შეთანხმდნენ.