https://sputnik-georgia.com/20220413/gaerosi-rezoluciisproeqtia-sesuli-romelic-genasambleis-sexvedras-moitxovs-vetos-semtxvevasic-ki-265940753.html
გენერალური ასამბლეა ვეტოს შემთხვევაშიც უნდა შეიკრიბოს: გაეროში რეზოლუციის პროექტი შევიდა
გენერალური ასამბლეა ვეტოს შემთხვევაშიც უნდა შეიკრიბოს: გაეროში რეზოლუციის პროექტი შევიდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ლიხტენშტეინმა გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოითხოვს, რომ ეს ორგანო შეიკრიბოს ყოველ ჯერზე... 13.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-13T09:11+0400
2022-04-13T09:11+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
გაერო
პოლიტიკა
ლიხტენშტეინი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/03/251918979_0:0:1189:669_1920x0_80_0_0_f2adb5d88eb20828d639f426b6fdf919.jpg
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ლიხტენშტეინმა გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოითხოვს, რომ ეს ორგანო შეიკრიბოს ყოველ ჯერზე, როცა უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებას იყენებენ.შესაბამისი ინფორმაცია გაეროში ლიხტენშტეინის მუდმივმა წარმომადგენლობამ გაავრცელა.არსებული ცნობით, ინიციატივას მხარი 38-მა სახელმწიფომ დაუჭირა.როგორც გაეროს გენასამბლეაში აცხადებენ, დოკუმენტზე კენჭისყრის თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა რეზოლუციის მხარდაჭერა უკვე ღიად გამოაცხადეს ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბულგარეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიტვამ, მალტამ, ახალმა ზელანდიამ, ნორვეგიამ, ესტონეთმა.რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს გენერალური ასამბლეის სხდომის ორგანიზებასა და დებატებს 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ უშიშროების საბჭოში ერთმა ან მეტმა მუდმივმა წევრმა ქვეყანამ ვეტოს უფლება გამოიყენა, ხოლო გენასამბლეა ამ ვითარებაზე სპეციალურ სესიას არ გამართავს.დოკუმენტის თანახმად, პუნქტი „ვეტოს გამოყენება“ განსახილველად გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის დღის წესრიგში უნდა შევიდეს.26 თებერვალს რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება გამოიყენა, რითაც დაბლოკა საბჭოს რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის „სამხედრო ოპერაციას“ გმობდა. მაშინ რეზოლუციას მხარი 11-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხოლო ჩინეთმა, ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კენჭისყრისას თავი შეიკავეს.
ლიხტენშტეინი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/03/251918979_11:0:1179:876_1920x0_80_0_0_652660e6b045f51c3553739aae1cb406.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გაერო, პოლიტიკა, ლიხტენშტეინი, მსოფლიოს ახალი ამბები
გაერო, პოლიტიკა, ლიხტენშტეინი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ლიხტენშტეინმა გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოითხოვს, რომ ეს ორგანო შეიკრიბოს ყოველ ჯერზე, როცა უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებას იყენებენ.
შესაბამისი ინფორმაცია გაეროში ლიხტენშტეინის მუდმივმა წარმომადგენლობამ გაავრცელა.
არსებული ცნობით, ინიციატივას მხარი 38-მა სახელმწიფომ დაუჭირა.
„ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გენერალური ასამბლეისა და მრავალმხრივი მიდგომის პრინციპის გასაძლიერებლად“, — ნათქვამია ლუქსემბურგის მისიის Twitter-ზე.
როგორც გაეროს გენასამბლეაში აცხადებენ, დოკუმენტზე კენჭისყრის თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა რეზოლუციის მხარდაჭერა უკვე ღიად გამოაცხადეს ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბულგარეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიტვამ, მალტამ, ახალმა ზელანდიამ, ნორვეგიამ, ესტონეთმა.
რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს გენერალური ასამბლეის სხდომის ორგანიზებასა და დებატებს 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ უშიშროების საბჭოში ერთმა ან მეტმა მუდმივმა წევრმა ქვეყანამ ვეტოს უფლება გამოიყენა, ხოლო გენასამბლეა ამ ვითარებაზე სპეციალურ სესიას არ გამართავს.
დოკუმენტის თანახმად, პუნქტი „ვეტოს გამოყენება“ განსახილველად გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის დღის წესრიგში უნდა შევიდეს.
აღსანიშნავია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს მხოლოდ ხუთ მუდმივ წევრს: დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს, რუსეთს, აშშ-სა და საფრანგეთს.
26 თებერვალს რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება გამოიყენა, რითაც დაბლოკა საბჭოს რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის „სამხედრო ოპერაციას“ გმობდა. მაშინ რეზოლუციას მხარი 11-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხოლო ჩინეთმა, ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კენჭისყრისას თავი შეიკავეს.