Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბერა ივანიშვილი ბრაზილიის სანაპიროდან ვიდეოს აქვეყნებს - ოჯახი ულამაზეს ფერებშია

© Facebook / Beraბერა ივანიშვილის ოჯახი
ბერა ივანიშვილის ოჯახი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2022
გამოწერა
რამდენიმე თვეა ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობს.
მუსიკოსი ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ბრაზილიაშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ართობენ ბერა და მისი მოდელი მეუღლე ნანუკა გუდავაძე შვილს, პატარა ბერუკას.
როგორც ჩანს, წყვილმა ბრაზილიას მიაშურა. ოჯახი რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა სამხრეთ კორეიდან, სადაც თითქმის ერთი წელი იცხოვრა. როგორც ბერა ქვეყნის დატოვებამდე ამბობდა, კორეაში მუსიკალური გეგმები ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა 2021 წლის იანვარში საბოლოოდ დატოვა პოლიტიკური სივრცე, საზოგადოების თვალთახედვიდან მისი ოჯახის წევრებიც მეტ-ნაკლებად გაქრნენ.
ყველა ახალი ამბავი
0