Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანმო: COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მესამე კვირაა იკლებს

© AFP 2024 / Hector Retamal
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2022
გამოწერა
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის გლობალური მაჩვენებლები, შესაბამისად, 24%-ით და 18%-ით შემცირდა, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ანგარიშში.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბოლო შვიდ დღეში სულ მსოფლიოში ინფიცირების დაახლოებით 7 მილიონი შემთხვევა და 22 ათასი გარდაცვალება დაფიქსირდა, რაც საერთო დადებით ტენდენციაზე მიუთითებს. წინა კვირაში ჯანმომ ინფიცირების 9 მილიონი შემთხვევა და 26 ათასი სიკვდილი აღრიცხა, ხოლო კიდევ ერთი კვირით ადრე — 10 მილიონზე მეტი ინფიცირება და 45 ათასი ლეტალური შედეგი.
ჯანმოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოცემულ სტატისტიკას ჯერ მაინც სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ — ბევრ ქვეყანაში ტესტირების ტექნოლოგიისა და ინტენსივობის ცვლილების გამო.
აღინიშნება, რომ გასულ კვირაში დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში (3.682), სამხრეთ კორეასა (2.186) და რუსეთში (2.008).
პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ, შესაბამისად, 496.507.539 და 6.177.354 ადამიანს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0