https://sputnik-georgia.com/20220412/zlierma-qarma-tbilissi-problemebi-seqmna-265933262.html
ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
დედაქალაქში ძლიერი ქარის შედეგებს მერიის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ებრძვის
2022-04-12T19:05+0400
2022-04-12T19:05+0400
2022-04-12T22:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/04/264979221_0:214:1280:934_1920x0_80_0_0_37eebe04ab622a2de79f261587644ee5.jpg
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ძლიერი ქარის გამო თბილისში პრობლემები შეიქმნა – წაქცეულია ხეები, მოტეხილია ხის ტოტები, დაზიანებულია სახურავები, იუწყება დედაქალაქის მერია.კერძოდ, ძლიერმა ქარმა კრწანისის რაიონში ისტორიულ ძეგლს სახურავი გადახადა და შენობის ფრაგმენტი ჩამოიშალა.ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობენ. თბილისის ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლები შემთხვევის ადგილებზე იმყოფებიან და დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარებიან. ამასთან, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს ტერიტორიიდან დამტვრეული ხეები და ხის ტოტები გააქვთ, აცხადებენ მერიაში.შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი აცხადებენ, რომ მოსკოვის გამზირის 15 ნომერში ძლიერი ქარის შედეგად ხე მოტყდა, რომელიც გზის სავალ ნაწილზე დაეცა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ქალი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად დროებით შეფერხებული იყო ავტომობილების გადაადგილება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ჯგუფი იმყოფებოდა.სამსახურის ინფორმაციით, უამინდობის გამო თბილისის მასშტაბით უწყებაში 90-მდე შეტყობინება დაფიქსირდა. ამ ეტაპზე პრობლემების ნაწილი აღმოფხვრილია, ნაწილზე კი შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ძლიერი ქარი 13 აპრილსაც არის მოსალოდნელი. შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დროებით ჩამოხსნილია და ამინდის გაუმჯობესებისთანავე დროშა კვლავ აღიმართება.წყარო - თბილისის მერია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/04/264979221_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_28734df60fd7048b66b3a77cdeb6169b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქარი ქარიშხალი თბილისი პრობლემები ხე
ქარი ქარიშხალი თბილისი პრობლემები ხე
ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა
19:05 12.04.2022 (განახლებულია: 22:35 12.04.2022) დედაქალაქში ძლიერი ქარის შედეგებს მერიის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ებრძვიან.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ძლიერი ქარის გამო თბილისში პრობლემები შეიქმნა – წაქცეულია ხეები, მოტეხილია ხის ტოტები, დაზიანებულია სახურავები, იუწყება დედაქალაქის მერია.
კერძოდ, ძლიერმა ქარმა კრწანისის რაიონში ისტორიულ ძეგლს სახურავი გადახადა და შენობის ფრაგმენტი ჩამოიშალა.
ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობენ. თბილისის ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლები შემთხვევის ადგილებზე იმყოფებიან და დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარებიან. ამასთან, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს ტერიტორიიდან დამტვრეული ხეები და ხის ტოტები გააქვთ, აცხადებენ მერიაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი აცხადებენ, რომ მოსკოვის გამზირის 15 ნომერში ძლიერი ქარის შედეგად ხე მოტყდა, რომელიც გზის სავალ ნაწილზე დაეცა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ქალი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად დროებით შეფერხებული იყო ავტომობილების გადაადგილება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ჯგუფი იმყოფებოდა.
სამსახურის ინფორმაციით, უამინდობის გამო თბილისის მასშტაბით უწყებაში 90-მდე შეტყობინება დაფიქსირდა. ამ ეტაპზე პრობლემების ნაწილი აღმოფხვრილია, ნაწილზე კი შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ძლიერი ქარი 13 აპრილსაც არის მოსალოდნელი. შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დროებით ჩამოხსნილია და ამინდის გაუმჯობესებისთანავე დროშა კვლავ აღიმართება.