https://sputnik-georgia.com/20220412/zlierma-qarma-rustavsi-problemebi-seqmna-265938210.html
ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
შემთხვევის ადგილებზე უკვე გასულები არიან მერიის შესაბამისი სამსახურები.
2022-04-12T23:07+0400
2022-04-12T23:07+0400
2022-04-12T23:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23991/68/239916835_0:50:1000:613_1920x0_80_0_0_b88fa4ca72cae3c2975d14ad0829434f.jpg
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ძლიერი ქარის გამო რუსთავში პრობლემები შეიქმნა – წაქცეულია ხეები, მოტეხილია ხის ტოტები, დაზიანებულია სახურავები და სანაგვე ურნები, იუწყება „ინფო რუსთავი“.კერძოდ, ძლიერმა ქარმა მაიაკოვსკის, ჭყონდიდელის დასახლებასა და კიდევ რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.ქარმა წააქცია ხე ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზეც. ასევე სახურავი ახადა ქალაქის მუნიციპალურ შენობას, რის შედეგადაც თუნუქის ნაწილები ცენტრალურ მოედანზე დაცვივდა.ქალაქის მასშტაბით ცენტრალურ საავტომობილო გზებზე მიმოფანტულია სანაგვე ურნები, რომელთა ნაწილიც დაზიანებულია.შემთხვევის ადგილებზე გასული იყო ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე. ქარის მიერ მიყენებული დაზიანების შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია შეუძლიათ დააფიქსირონ ქალაქის ცხელ ხაზზე – 1300.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23991/68/239916835_58:0:942:663_1920x0_80_0_0_33eb782ba5e551f9c8432c4f56374f49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქარმი ქარიშხალი რუსთავი პრობლემები
ქარმი ქარიშხალი რუსთავი პრობლემები
ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა
23:07 12.04.2022 (განახლებულია: 23:49 12.04.2022) შემთხვევის ადგილებზე გასული არიან მერიის შესაბამისი სამსახურები.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ძლიერი ქარის გამო რუსთავში პრობლემები შეიქმნა – წაქცეულია ხეები, მოტეხილია ხის ტოტები, დაზიანებულია სახურავები და სანაგვე ურნები, იუწყება „ინფო რუსთავი“.
კერძოდ, ძლიერმა ქარმა მაიაკოვსკის, ჭყონდიდელის დასახლებასა და კიდევ რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
ქარმა წააქცია ხე ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზეც. ასევე სახურავი ახადა ქალაქის მუნიციპალურ შენობას, რის შედეგადაც თუნუქის ნაწილები ცენტრალურ მოედანზე დაცვივდა.
ქალაქის მასშტაბით ცენტრალურ საავტომობილო გზებზე მიმოფანტულია სანაგვე ურნები, რომელთა ნაწილიც დაზიანებულია.
შემთხვევის ადგილებზე გასული იყო ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე. ქარის მიერ მიყენებული დაზიანების შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია შეუძლიათ დააფიქსირონ ქალაქის ცხელ ხაზზე – 1300.