https://sputnik-georgia.com/20220412/zemo-larsi-dres-rusetis-sazrvrisken-mimavali-gza-gaixsna-265932238.html
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა გაიხსნა
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა გაიხსნა
Sputnik საქართველო
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
2022-04-12T18:38+0400
2022-04-12T18:38+0400
2022-04-12T22:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904933_0:167:3000:1855_1920x0_80_0_0_ca6aa8b4384746e2d1f12b58b7b1d1f1.jpg
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა ზვავსაშიშროების საფრთხის გამო იყო აკრძალული. გზის გახსნა ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოხერხდა.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904933_528:234:2877:1996_1920x0_80_0_0_ab899cc839cd4957b1cd12b188ac525d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ზემო ლარსი რუსეთი საზღვარი გზა გახსნა
ზემო ლარსი რუსეთი საზღვარი გზა გახსნა
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა გაიხსნა
18:38 12.04.2022 (განახლებულია: 22:30 12.04.2022) მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა ზვავსაშიშროების საფრთხის გამო იყო აკრძალული. გზის გახსნა ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოხერხდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.