https://sputnik-georgia.com/20220412/varketilsi-xis-dacemis-sedegad-dasavebuli-qali-gardaicvala-265934095.html
ვარკეთილში ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა
ვარკეთილში ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
დღეს ძლიერი ქარის შედეგად ვარკეთილში ხე წაიქცა, დაშავდა ორი ქალი
2022-04-12T19:57+0400
2022-04-12T19:57+0400
2022-04-12T22:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344314_0:113:3240:1936_1920x0_80_0_0_2d64ef9eaff4b25f66430d3d12852d3e.jpg
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. თბილისში ძლიერი ქარის გამო ხის დაცემის შედეგად დაშავებული 40 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ ვარკეთილში მოხდა.დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „ოპტიმალ მედიში“ გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.შემთხვევის შედეგად დაშავებულ მეორე ქალს „ბოკერიას კლინიკაში“ ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ მათთან მოთავსებული პაციენტი, ასევე 40 წლის ქალი საავადმყოფოში ბარძაყის მოტეხილობით შეიყვანეს. პაციენტი რჩება ინტენსიურ განყოფილებაში მონიტორინგის ქვეშ.დღეს ძლიერი ქარის გამო თბილისში პრობლემები შეიქმნა – წაქცეულია ხეები, მოტეხილია ხის ტოტები, დაზიანებულია სახურავები, იუწყება დედაქალაქის მერია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ძლიერი ქარი 13 აპრილსაც არის მოსალოდნელი. შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დროებით ჩამოხსნილია და ამინდის გაუმჯობესებისთანავე დროშა კვლავ აღიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344314_255:0:2986:2048_1920x0_80_0_0_b0f77a597a19b059acd1baf17903c28e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვარკეთილი ხე დაცემა ქალი გარდაცვალება
ვარკეთილი ხე დაცემა ქალი გარდაცვალება
ვარკეთილში ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა
19:57 12.04.2022 (განახლებულია: 22:42 12.04.2022) დღეს ძლიერი ქარის შედეგად ვარკეთილში ხე წაიქცა, რა დროსაც დაშავდა ორი ქალი.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. თბილისში ძლიერი ქარის გამო ხის დაცემის შედეგად დაშავებული 40 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ ვარკეთილში მოხდა.
დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „ოპტიმალ მედიში“ გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. მიღებული ტრავმები აღმოჩნდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი და 16:30 საათზე პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადეს კლინიკა „ოპტიმალ მედიში“.
შემთხვევის შედეგად დაშავებულ მეორე ქალს „ბოკერიას კლინიკაში“ ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ მათთან მოთავსებული პაციენტი, ასევე 40 წლის ქალი საავადმყოფოში ბარძაყის მოტეხილობით შეიყვანეს. პაციენტი რჩება ინტენსიურ განყოფილებაში მონიტორინგის ქვეშ.
დღეს ძლიერი ქარის გამო თბილისში პრობლემები შეიქმნა – წაქცეულია ხეები, მოტეხილია ხის ტოტები, დაზიანებულია სახურავები, იუწყება დედაქალაქის მერია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ძლიერი ქარი 13 აპრილსაც არის მოსალოდნელი. შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დროებით ჩამოხსნილია და ამინდის გაუმჯობესებისთანავე დროშა კვლავ აღიმართება.