თბილისის მეტრო შეფერხებით მუშაობს

© photo: Sputnikთბილისის მეტრო
თბილისის მეტრო  - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
გამოწერა
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება.
შეფერხების მიზეზი აღნიშნულ ხაზზე მოძრავი ერთ-ერთი შემადგენლობის ტექნიკური გაუმართაობაა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, მოძრავი შემადგენლობები გადაადგილდებიან ზონალურად. მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით იმგზავრონ.
თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0