https://sputnik-georgia.com/20220412/saqartvelosi-sofel-marnis-unikaluri-kulturis-saxlis-restavracia-iwyeba-265934855.html
საქართველოში სოფელ მარნის უნიკალური კულტურის სახლის რესტავრაცია იწყება
საქართველოში სოფელ მარნის უნიკალური კულტურის სახლის რესტავრაცია იწყება
Sputnik საქართველო
რესტავრაციის შემდეგ ძეგლი დაიბრუნებს პირვანდელ სახეს და საწყის ფუნქციას - გახდება დასავლეთ რეგიონის კულტურული ცენტრი.
2022-04-12T20:53+0400
2022-04-12T20:53+0400
2022-04-12T22:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
კულტურა საქართველოში
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0c/265919611_0:81:1548:952_1920x0_80_0_0_14d5faaaf9026290c9fb2d0f93661f4f.jpg
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში (სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი) უნიკალური კულტურის სახლის აღდგენის პროექტირების ეტაპი დასრულდა: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შენობის აღდგენის პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა.რეკონსტრუქციის შემდეგ კულტურის სახლი თანამედროვე სტანდარტის მულტიკულტურულ ცენტრად იქცევა და რეგიონის მასშტაბით არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, აღნიშნეს უწყებაში.სოფელ მარნის კულტურის სახლი აგებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე სოფელ მარნის აღმოსავლეთ კიდეზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირთან. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მოზაიკის იატაკი, კლუბი მოზრდილი სცენით, სადაც თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა და კინოფილმების ჩვენებები ეწყობოდა.შენობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია რეგიონში და მას 2016 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის იტალიელმა არქიტექტორებმა ააგეს.მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტზე კულტურის სამინისტრომ 133 ათასი ლარი გამოყო. პროექტირების სამუშაოები ამჟამად დასრულებულია და ახლა კულტურის სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება.შესაბამისი ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა. რეაბილიტაციის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 1,2 მილიონ ლარს აღემატება.რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ფარგლებში ჩატარდება დაშლითი და გაწმენდითი სამუშაოები (სახურავი, გადახურვის კონსტრუქციები, იატაკი, ტიხრები, გვიანდელი მიშენებული შენობა, ეზოში არსებული საპირფარეშო და სხვ.), ასევე შენობა-ნაგებობების საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, სცენის რკინა-ბეტონის კონსტრუქციებისა და ფლიგელის მიშენების სამუშაოები, იატაკების შიდა სამუშაოები, მზიდი კედლების გამაგრება.ასევე მოეწყობა ლოკალური საერთო სარგებლობის და საინჟინრო-კომუნალური შიდა ქსელები, ჩატარდება შენობა-ნაგებობების შიდა მოპირკეთების სამუშაოები.აღნიშნულია, რომ რესტავრაცია-რეაბილიტაციის შედეგად სრულად შენარჩუნდება და აღდგება შენობის ისტორიული იერსახე, შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში შემორჩენილი ყველა არქიტექტურული ელემენტი და მხატვრული დეკორი.სოფელ მარანში მდებარე უნიკალური კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაცია 2021 წლის სექტემბერში აბაშის მუნიციპალიტეტში კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის სტუმრობისას გადაწყდა.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0c/265919611_86:0:1462:1032_1920x0_80_0_0_c6d3dce12d3103219c69e74d7bd6a04a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო სოფელი მარანი კულტურა სახლი რესტავრაცია ტენდერი თეა წულუკიანი ძეგლი
საქართველო სოფელი მარანი კულტურა სახლი რესტავრაცია ტენდერი თეა წულუკიანი ძეგლი
საქართველოში სოფელ მარნის უნიკალური კულტურის სახლის რესტავრაცია იწყება
20:53 12.04.2022 (განახლებულია: 22:53 12.04.2022) რესტავრაციის შემდეგ ძეგლი დაიბრუნებს პირვანდელ სახეს და საწყის ფუნქციას – გახდება დასავლეთ რეგიონის კულტურის ცენტრი.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში (სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი) უნიკალური კულტურის სახლის აღდგენის პროექტირების ეტაპი დასრულდა: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შენობის აღდგენის პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა.
რეკონსტრუქციის შემდეგ კულტურის სახლი თანამედროვე სტანდარტის მულტიკულტურულ ცენტრად იქცევა და რეგიონის მასშტაბით არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, აღნიშნეს უწყებაში.
სოფელ მარნის კულტურის სახლი აგებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე სოფელ მარნის აღმოსავლეთ კიდეზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირთან. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მოზაიკის იატაკი, კლუბი მოზრდილი სცენით, სადაც თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა და კინოფილმების ჩვენებები ეწყობოდა.
შენობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია რეგიონში და მას 2016 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის იტალიელმა არქიტექტორებმა ააგეს.
მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტზე კულტურის სამინისტრომ 133 ათასი ლარი გამოყო. პროექტირების სამუშაოები ამჟამად დასრულებულია და ახლა კულტურის სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება.
შესაბამისი ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა. რეაბილიტაციის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 1,2 მილიონ ლარს აღემატება.
რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ფარგლებში ჩატარდება დაშლითი და გაწმენდითი სამუშაოები (სახურავი, გადახურვის კონსტრუქციები, იატაკი, ტიხრები, გვიანდელი მიშენებული შენობა, ეზოში არსებული საპირფარეშო და სხვ.), ასევე შენობა-ნაგებობების საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, სცენის რკინა-ბეტონის კონსტრუქციებისა და ფლიგელის მიშენების სამუშაოები, იატაკების შიდა სამუშაოები, მზიდი კედლების გამაგრება.
ასევე მოეწყობა ლოკალური საერთო სარგებლობის და საინჟინრო-კომუნალური შიდა ქსელები, ჩატარდება შენობა-ნაგებობების შიდა მოპირკეთების სამუშაოები.
აღნიშნულია, რომ რესტავრაცია-რეაბილიტაციის შედეგად სრულად შენარჩუნდება და აღდგება შენობის ისტორიული იერსახე, შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში შემორჩენილი ყველა არქიტექტურული ელემენტი და მხატვრული დეკორი.
სოფელ მარანში მდებარე უნიკალური კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაცია 2021 წლის სექტემბერში აბაშის მუნიციპალიტეტში კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის სტუმრობისას გადაწყდა.