https://sputnik-georgia.com/20220412/saqartvelos-parlamentma-amnistiis-sesaxeb-kanoni-miiro-vis-seexeba-siaxle-265939324.html
საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო: ვის შეეხება სიახლე
საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო: ვის შეეხება სიახლე
Sputnik საქართველო
მსჯავრდებულებს წინასწარი პატიმრობის გათვალისწინებით სასჯელის მოხდის ვადა გადაუანგარიშდებათ
2022-04-12T23:47+0400
2022-04-12T23:47+0400
2022-04-13T00:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005305_0:0:3362:1892_1920x0_80_0_0_2d6b0ec1099836c08d69472294c66568.jpg
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი „ამნისტიის შესახებ“ – ის შეეხება პატიმრებს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის დროს პაემნების უფლებით ვერ ისარგებლეს, ასევე პირებს, რომლებმაც დანაშაული 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს.პარლამენტმა კანონს 87 ხმით, ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.კანონის მიხედვით, სასჯელისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც დანაშაული 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს. თუმცა, ეს არ შეეხება უვადო პატიმრობამისჯილ პირებს, ასევე მკვლელობისთვის, არაადამიანური მოპყრობისთვის, ტერორიზმისთვის, თანამდებობრივი და სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს.რაც შეეხება ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, რომლებიც ამჟამად იხდიან სასჯელს და პატიმრობაში 2020 წლის 5 მარტიდან 25 მაისამდე და 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდებშიც იმყოფებოდნენ, მათ აუნაზღაურებენ კოროვირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კარანტინის გამო გამოტოვებულ პაემნებს.ასეთ პატიმრებს სასჯელის მოხდის ვადა გადაუანგარიშდებათ (მათ შორის წინასწარი პატიმრობის პერიოდში) შემდეგი სქემის მიხედვით: პატიმრობის ოთხი დღე გაუტოლდება თავისუფლების აღკვეთის ხუთ დღეს.ამნისტია ძალაში შევა გამოქვეყნებიდან მესამე სამუშაო დღეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005305_633:0:3362:2047_1920x0_80_0_0_b7110a2be988d91181797e76f3cd5ff4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონი სიახლე პატიმრები პაემნები კორონავირუსი კარანტინი
საქართველო პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონი სიახლე პატიმრები პაემნები კორონავირუსი კარანტინი
საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო: ვის შეეხება სიახლე
23:47 12.04.2022 (განახლებულია: 00:19 13.04.2022) მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის ვადა გადაუანგარიშდებათ, მათ შორის წინასწარი პატიმრობის პერიოდში.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი „ამნისტიის შესახებ“ – ის შეეხება პატიმრებს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის დროს პაემნების უფლებით ვერ ისარგებლეს, ასევე პირებს, რომლებმაც დანაშაული 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს.
პარლამენტმა კანონს 87 ხმით, ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.
კანონის მიხედვით, სასჯელისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც დანაშაული 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს. თუმცა, ეს არ შეეხება უვადო პატიმრობამისჯილ პირებს, ასევე მკვლელობისთვის, არაადამიანური მოპყრობისთვის, ტერორიზმისთვის, თანამდებობრივი და სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს.
რაც შეეხება ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, რომლებიც ამჟამად იხდიან სასჯელს და პატიმრობაში 2020 წლის 5 მარტიდან 25 მაისამდე და 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდებშიც იმყოფებოდნენ, მათ აუნაზღაურებენ კოროვირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კარანტინის გამო გამოტოვებულ პაემნებს.
ასეთ პატიმრებს სასჯელის მოხდის ვადა გადაუანგარიშდებათ (მათ შორის წინასწარი პატიმრობის პერიოდში) შემდეგი სქემის მიხედვით: პატიმრობის ოთხი დღე გაუტოლდება თავისუფლების აღკვეთის ხუთ დღეს.
ამნისტია ძალაში შევა გამოქვეყნებიდან მესამე სამუშაო დღეს.