საქართველოს გზებზე კვლავ შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთოების „საცობი“
სატვირთოების „საცობი“ - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
გამოწერა
უამინდობამ გზებზე ტრანსპორტის მოძრაობას პრობლემები შეუქმნა.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის საშუალო დონეა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
თოვის გამო შეზღუდვები დაწესდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი) და საჩხერე–ონის საავტომობილო გზაზეც. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენის სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
ყველა ახალი ამბავი
0