როდის გადმოასვენებენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მოხალისეებს - ელჩი

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშისაგზაო ნიშანი მარიუპოლთან
საგზაო ნიშანი მარიუპოლთან - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
გამოწერა
უკრაინაში ამ დროისათვის უკვე ექვსი ქართველი მოხალისე დაიღუპა.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს საქართველოში, სავარაუდოდ, 14 აპრილს გადმოასვენებენ, განაცხადა უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა.
საუბარია რამდენიმე დღის წინ ქალაქ იზიუმში (ხარკოვის ოლქი) შეტაკების დროს დაღუპულ მებრძოლებზე – 49 წლის დავით მენაბდიშვილსა და 21 წლის ნიკოლოზ შანავაზე. იმ დღეს ასევე დაშავდა რვა ქართველი ჯარისკაცი.

„ალბათ დღეს მოხდება კიევიდან საქართველოს მიმართულებით მათი გადმოსვენების პროცედურის დაწყება. მანქანა ლვოვის გავლით ჩავა ვარშავაში და, სავარაუდოდ, ზეგ, საღამოს ვარშავა-თბილისის რეისით მოხდება დაღუპული მებრძოლების საქართველოში გადმოსვენება“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.

რაც შეეხება დაჭრილებს, ზაქარაშვილის თქმით, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
„უმრავლესობა მსუბუქად არის დაჭრილი და ჰოსპიტალიზაციასაც აღარ საჭიროებს. შესაბამისად, იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ელჩმა.
უკრაინაში ამ დროისათვის უკვე ექვსი ქართველი მოხალისეა დაღუპული: დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა. ეს უკანასკნელი მარიუპოლისთვის გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. ადგილზე არსებული მძიმე ვითარების გამო მისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დანარჩენი მებრძოლები საქართველოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდნენ. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო არ უკრძალავს არცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს. კრემლმა ამ შეზღუდვებს ეკონომიკური ომი უწოდა და განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს საპასუხო ზომებს.
ყველა ახალი ამბავი
0