რა გვემართება ტუჩებში კოცნისას: მეცნიერების საინტერესო დასკვნა ქალებსა და მამაკაცებზე

© Pixabay / renepfisterქალი ჰაეროვან კოცნას გზავნის
ქალი ჰაეროვან კოცნას გზავნის - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
გამოწერა
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ტუჩებში კოცნა ერთგვარ ელექსირად მიიჩნევა, რომლის წყალობითაც ორგანიზმი გარკვეული ნივთიერებების ბალანსს ინარჩუნებს, გარდა ამისა, იმ ნაერთების დახმარებით, რომლებსაც ნერწყვი შეიცავს, ადამიანი აცნობიერებს, რამდენად თავსებადია პარტნიორთან, მიაჩნია ამერიკელ ანთროპოლოგსა და ადამიანის ქცევის მკვლევარს ჰელენ ფიშერს.
სწავლულების თქმით, კოცნის დროს ადამიანის ორგანიზმში იკლებს სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დონე და იზრდება ოქსიტოცინის — „სიყვარულის ნივთიერების“ რაოდენობა. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს სიყვარულისა და ერთმანეთზე ზრუნვის ჩამოყალიბებას.
რაც საინტერესოა: კვლევამ, რომელიც არცთუ რომანტიკულ ადგილზე ჩატარდა, აჩვენა, რომ ოქსიტოცინი მხოლოდ მამაკაცებში გაიზარდა, ქალებში კი — პირიქით, დაიკლო. მეცნიერებმა ეს სწორედ კვლევის ადგილის არარომანტიკულობით ახსნეს.
ბედნიერება - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
ისწავლეთ ბედნიერების ჰორმონების გამომუშავება: ექიმი ასახელებს რამდენიმე წესს
ჰელენ ფიშერის თქმით, კოცნაზე რეაქციამ შეიძლება განსაზღვროს, არიან თუ არა ადამიანები ერთმანეთის შესაფერისი. კოცნის შემდეგ პარტნიორები ან უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს, ან სულაც დაშორდებიან.
ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ მამაკაცებს „სველი კოცნა“ უფრო მოსწონთ. ეს გამოწვეულია იმით, რომ მამაკაცის ენა შეიცავს ტესტოსტერონს. როგორც ჩანს, ისინი ამ გზით ცდილობენ გადასცენ ქალს ეს ჰორმონი, რათა სექსუალური სურვილი აღუძრან.
რაც შეეხება ქალებს, ირკვევა, რომ ისინი სხვა მიზეზით კოცნიან პარტნიორს. ისინი ასე „ამოწმებენ“ პარტნიორის იმუნურ სისტემას. მამაკაცები კი კოცნას აღიქვამენ როგორც სიგნალს სქესობრივი აქტის დაწყებამდე.
გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კოცნა წონის დაკლებასაც უწყობს ხელს. მაგალითად, თუ ის 10 წამს გაგრძელდება, 15 კილოკალორია დაიწვება. საქმე ისაა, რომ ამ პროცესში სახის 29 კუნთი, კისერი და ტვინი ერთად იღებენ მონაწილებას.
ამასთან კოცნა ხელს უწყობს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას: კოცნისას ორგანიზმში ადრენალინი გამომუშავდება, ჩქარდება პულსი, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, იმატებს კანის ტონუსი, ორგანიზმი კი ჟანგბადით ჯერდება.
ყველა ახალი ამბავი
0