მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

OPEC: ანტირუსული სანქციები ნავთობბაზარზე უპრეცედენტო რყევებს გამოიწვევს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიOPEC
OPEC - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
გამოწერა
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა შესაძლოა ნავთობის მიწოდებებში ისეთი უძლიერესი შოკები გამოიწვიოს, რომლებიც მანამდე ისტორიაში არ ყოფილა, განაცხადა OPEC-ის გენერალურმა მდივანმა მოჰამედ ბარკინდომ.
მისი თქმით, ამ მოცულობის დანაკარგების ანაზღაურება შეუძლებელი იქნება.
მანამდე ვენაში OPEC-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც მხარეებმა ნავთობის მოპოვების გაზრდის შესაძლებლობა განიხილეს.

„ჩვენ შეიძლება შევეჯახოთ დღეში 7 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობისა და სხვა თხევადი ნახშირწყალბადების ექსპორტის დანაკარგს მიმდინარე და მომავალი სანქციების, ან სხვა ნებაყოფლობითი ქმედებების შედეგად. მოთხოვნის ამჟამინდელი პროგნოზის გათვალისწინებით, ამ მასშტაბის მოცულობის დანაკარგის კომპენსირება თითქმის შეუძლებელი იქნება“, — აღნიშნა OPEC-ის გენერალურმა მდივანმა.

ამასთან ბარკინდოს მიაჩნია, რომ „ბაზრის მიმდინარე რყევები არაფუნდამენტური ფაქტორებითაა გამოწვეული, რომლებიც მთლიანად OPEC-ის კონტროლის მიღმაა“.
შეხვედრის დროს OPEC-ის გენერალურმა მდივანმა მოუწოდა ევროკავშირს, წაახალისოს რეალისტური მიდგომა ენერგეტიკული ტრანზიციის მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0