ორთაჭალაში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია მისი ძმაც

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
გამოწერა
რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, უცნობია.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ორთაჭალაში 32 წლის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენეს.
დაჭრილია გარდაცვლილის ძმაც, რომელიც ამ დროისათვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე პირი უკვე დაკავებულია – გარდაცვლილის მეგობარი მკვლელობისა და სხეულის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
მომხდარზე დამატებითი დეტალები, ასევე ის, თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0