https://sputnik-georgia.com/20220412/27-aftiaqshi-medikamentebs-receptis-gareshe-yiddnen-265929057.html
მედიკამენტი რეცეპტის გარეშე: კანონდარღვევა თბილისის 27 აფთიაქში გამოვლინდა
მედიკამენტი რეცეპტის გარეშე: კანონდარღვევა თბილისის 27 აფთიაქში გამოვლინდა
Sputnik საქართველო
სააგენტოს თანამშრომლები საკონტროლო შესყიდვებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ, რის შემდეგაც ხდება უკანონო ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევა და დალუქვა. 12.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-12T17:53+0400
2022-04-12T17:53+0400
2022-04-12T22:26+0400
საქართველო
შემთხვევები
ჯანდაცვა საქართველოში
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24783/58/247835870_0:140:3000:1828_1920x0_80_0_0_e44791af3711a3b4c3d6d375caed452f.jpg
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემის ფაქტები 27 აფთიაქში გამოავლინა.სამართალდარღვევები თბილისში არსებულ როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქებში დაფიქსირდა.სააგენტოს ცნობით, საუბარია მეორე ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე, რომლის რეცეპტიც 1 მარტიდან მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადაეგზავნა სასამართლოს.1 მარტიდან ელექტრონული რეცეპტის სისტემა ამოქმედდა>>>საქართველოში ელექტრონული რეცეპტის სისტემა 1 მარტიდან ამოქმედდა. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია მეორე ჯგუფისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტი გასცენ მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. შესაბამისად, „ფორმა N3“ რეცეპტის ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოებისთვის აფთიაქს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები.გამონაკლისი იმოქმედებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გარკვეული ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვისას და პრეპარატების გაცემა მოხდება რეცეპტის გარეშე.ჯანდაცვის სამინისტრომ იმ ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხა, რომლებიც ე.წ. „გადაუდებელი დახმარების ჩანთაში“ შედის, საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.როგორც ადრე საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ელექტრონული რეცეპტების სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას და, შესაბამისად, წამლებზე ფასების შემცირებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24783/58/247835870_188:0:2812:1968_1920x0_80_0_0_bdc0c4a5aaed6142d36d551b7237c768.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები, ჯანდაცვა საქართველოში, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები, ჯანდაცვა საქართველოში, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
მედიკამენტი რეცეპტის გარეშე: კანონდარღვევა თბილისის 27 აფთიაქში გამოვლინდა
17:53 12.04.2022 (განახლებულია: 22:26 12.04.2022) სააგენტოს თანამშრომლები საკონტროლო შესყიდვებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ, რის შემდეგაც ხდება უკანონო ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევა და დალუქვა.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემის ფაქტები 27 აფთიაქში გამოავლინა.
სამართალდარღვევები თბილისში არსებულ როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქებში დაფიქსირდა.
სააგენტოს ცნობით, საუბარია მეორე ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე, რომლის რეცეპტიც 1 მარტიდან მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.
გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადაეგზავნა სასამართლოს.
საქართველოში ელექტრონული რეცეპტის სისტემა 1 მარტიდან ამოქმედდა. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია მეორე ჯგუფისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტი გასცენ მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. შესაბამისად, „ფორმა N3“ რეცეპტის ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოებისთვის აფთიაქს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები.
გამონაკლისი იმოქმედებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გარკვეული ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვისას და პრეპარატების გაცემა მოხდება რეცეპტის გარეშე.
ჯანდაცვის სამინისტრომ იმ ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხა, რომლებიც ე.წ. „გადაუდებელი დახმარების ჩანთაში“ შედის, საკუთარ
ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
როგორც ადრე საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ელექტრონული რეცეპტების სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას და, შესაბამისად, წამლებზე ფასების შემცირებას.