https://sputnik-georgia.com/20220411/xucishvili-xelispleba-ekonomikuri-zrdis-temps-sheinarchunebs-265901615.html
ხუციშვილი: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ეკონომიკური ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად
ხუციშვილი: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ეკონომიკური ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა მიუახლოვდეს მთავრობის მიერ პროგნოზირებულ მშპ-ის ზრდას, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა... 11.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-11T18:40+0400
2022-04-11T18:40+0400
2022-04-11T23:21+0400
საქართველო
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251652271_0:15:1534:878_1920x0_80_0_0_cb0e59c2c223be78b900b2d1797db6fa.jpg
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა მიუახლოვდეს მთავრობის მიერ პროგნოზირებულ მშპ-ის ზრდას, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის თანახმად, 2022 წელს საქართველოში მშპ-ის რეალური ზრდა 6%-იან ნიშნულზეა მოსალოდნელი, მომდევნო წლებში კი 5,5%-იან დონეზე. თუმცა, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2,5%-მდე შეამცირა.საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი სწრაფი ტემპებით გრძელდება. 2022 წლის თებერვალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,6% შეადგინა, იანვარი–თებერვალში საშუალო მაჩვენებელი 16,3% იყო.„პირველი ორი თვის მონაცემებს თუ შევადარებთ ამჟამინდელს, მაშინ ქვეყანაში მართლაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდაა... ექსპორტის მიმართულებით ქვეყანას მაღალი ზრდის ტემპი აქვს და ექსპორტი დიდი ოდენობითაა გაზრდილი“, – განაცხადა ხუციშვილმა.მისი თქმით, ექსპორტის მაღალი ზრდა შენარჩუნდა მარტშიც. გარდა ამისა, მიმდინარე წლის იანვარი–თებერვალში შენარჩუნებულია ტურიზმის აღდგენის ტემპებიც.„იანვარში იგი დაახლოებით 69% იყო, თებერვალში 60%-ზე მეტი. მე 2019 წლის მონაცემებს ვადარებ, და თუ სცენარი იგივე ტემპებით განვითარდება, ჩვენ ძალზე ახლოს ვიქნებით იმ პარამეტრებთან, რომლებიც ბიუჯეტშია“, – აღნიშნა მინისტრმა.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-მდე ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა პარამეტრში აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების ზრდა და საწარმოების მიმოქცევის გაზრდა. წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,6% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251652271_173:0:1361:891_1920x0_80_0_0_2ec7c769a2dbdfbb78f3b905782c6403.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, ახალი ამბები
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა მიუახლოვდეს მთავრობის მიერ პროგნოზირებულ მშპ-ის ზრდას, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის თანახმად, 2022 წელს საქართველოში მშპ-ის რეალური ზრდა 6%-იან ნიშნულზეა მოსალოდნელი, მომდევნო წლებში კი 5,5%-იან დონეზე. თუმცა, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2,5%-მდე შეამცირა.
„რა თქმა უნდა, პროგნოზი ჩვენ გასული წლის ბოლოს გავაკეთეთ, მათ შორის წლიურ ბიუჯეტშიც და, რასაკვირველია, რთული იქნება ამ მაჩვენებლის მიღწევა, მაგრამ ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რომ მიუახლოვდეს ამ მაჩვენებლებს“, – განაცხადა ხუციშვილმა.
საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი სწრაფი ტემპებით გრძელდება. 2022 წლის თებერვალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,6% შეადგინა, იანვარი–თებერვალში საშუალო მაჩვენებელი 16,3% იყო.
„პირველი ორი თვის მონაცემებს თუ შევადარებთ ამჟამინდელს, მაშინ ქვეყანაში მართლაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდაა... ექსპორტის მიმართულებით ქვეყანას მაღალი ზრდის ტემპი აქვს და ექსპორტი დიდი ოდენობითაა გაზრდილი“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ექსპორტის მაღალი ზრდა შენარჩუნდა მარტშიც. გარდა ამისა, მიმდინარე წლის იანვარი–თებერვალში შენარჩუნებულია ტურიზმის აღდგენის ტემპებიც.
„იანვარში იგი დაახლოებით 69% იყო, თებერვალში 60%-ზე მეტი. მე 2019 წლის მონაცემებს ვადარებ, და თუ სცენარი იგივე ტემპებით განვითარდება, ჩვენ ძალზე ახლოს ვიქნებით იმ პარამეტრებთან, რომლებიც ბიუჯეტშია“, – აღნიშნა მინისტრმა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-მდე ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა პარამეტრში აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების ზრდა და საწარმოების მიმოქცევის გაზრდა. წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,6% შეადგინა.