https://sputnik-georgia.com/20220411/tbilisshi-wignis-msoflio-dedaqalaqebis-qselis-shexvedra-gaimarteba-265899876.html
წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართება
წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართება
Sputnik საქართველო
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ – იუნესკოს პროექტია, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 11.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-11T17:50+0400
2022-04-11T17:50+0400
2022-04-11T22:03+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23821/44/238214483_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_4a17150d3e122e91a0d84a58f440cc58.jpg
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა თბილისში 12 აპრილს გაიმართება.თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან ოფიციალური სტუმრები იუნესკოდან, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან, საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციიდან.სასტუმრო „სტამბის“ საკონფერენციო დარბაზში გამართული ღონისძიების სტუმრები ასევე იქნებიან იმ ქალაქების მერები და „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" პროექტის წარმომადგენლები, რომლებიც იუნესკოს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქები" უკვე იყვნენ, ან მომავალში მიიღებენ ამ სტატუსს.შეხვედრაზე განხილული იქნება აღნიშნული პროექტის მიერ 2001 წლის შემდეგ გავლილი გზა, მიღებული შედეგები და სამომავლო გეგმები. სამომავლოდ ქსელი „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტატუსის მიღების მსურველ ქალაქებს კონსულტაციას არა მხოლოდ წარსადგენი აპლიკაციის მომზადებაში, არამედ პროექტის განხორციელებისას გაუწევს.იუნესკოს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების" ქსელის შეხვედრა პროგრამა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბოლო აქტივობა იქნება. მიმდინარე წლის 23 აპრილს ამ სტატუსს მექსიკის ქალაქი გვადალახარა გადაიბარებს, 2023 წელს კი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი განას დედაქალაქი აკრა გახდება.კონფერენცია პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23821/44/238214483_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_ae6ae038d7b67307f75db211b0b14e39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართება
17:50 11.04.2022 (განახლებულია: 22:03 11.04.2022) „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ – იუნესკოს პროექტია, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა თბილისში 12 აპრილს გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან ოფიციალური სტუმრები იუნესკოდან, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან, საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციიდან.
სასტუმრო „სტამბის“ საკონფერენციო დარბაზში გამართული ღონისძიების სტუმრები ასევე იქნებიან იმ ქალაქების მერები და „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" პროექტის წარმომადგენლები, რომლებიც იუნესკოს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქები" უკვე იყვნენ, ან მომავალში მიიღებენ ამ სტატუსს.
შეხვედრაზე განხილული იქნება აღნიშნული პროექტის მიერ 2001 წლის შემდეგ გავლილი გზა, მიღებული შედეგები და სამომავლო გეგმები. სამომავლოდ ქსელი „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტატუსის მიღების მსურველ ქალაქებს კონსულტაციას არა მხოლოდ წარსადგენი აპლიკაციის მომზადებაში, არამედ პროექტის განხორციელებისას გაუწევს.
„აღნიშნული ინიციატივა მიმართული იქნება წიგნის დედაქალაქებს შორის გამოცდილებისა და იდეების გაცვლაზე, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და პარტნიორობის ხელშეწყობაზე, წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
იუნესკოს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების" ქსელის შეხვედრა პროგრამა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბოლო აქტივობა იქნება. მიმდინარე წლის 23 აპრილს ამ სტატუსს მექსიკის ქალაქი გვადალახარა გადაიბარებს, 2023 წელს კი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი განას დედაქალაქი აკრა გახდება.
კონფერენცია პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით ტარდება.