https://sputnik-georgia.com/20220411/sisxliani-garceva-laguna-verestan-patimroba-svid-pirs-seefarda-265903726.html
სისხლიანი გარჩევა „ლაგუნა ვერესთან“: პატიმრობა კიდევ ორ პირს შეეფარდა
სისხლიანი გარჩევა „ლაგუნა ვერესთან“: პატიმრობა კიდევ ორ პირს შეეფარდა
Sputnik საქართველო
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.
2022-04-11T19:24+0400
2022-04-11T19:24+0400
2022-04-11T23:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_600fae328370d2ee90c8ab9d8abac575.jpg
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. „ლაგუნა ვერესთან“ სროლის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ბრალდებულ კიდევ ორ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ამგვარად, ამჟამად ბრალი წარდგენილი აქვს რვა პირს, საიდანაც შვიდს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 2 აპრილს მოხდა კოსტავას შესახვევში მდებარე ერთ-ერთ ოფისში. ჩხუბი, რომელშიც დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, სროლაში გადაიზარდა. სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი – კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ბიზნესმენი მარლენ მეტრეველი.ამ დროისათვის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულია და პატიმრობაში იმყოფება შვიდი ადამიანი, კიდევ ერთი პირი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის ოთხი მუხლით: „ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში“ (109-ე მუხლის მე-3 პუნქტი), „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ“ (117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა“ (376-ე მუხლის მეორე ნაწილი), „ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა“ (236-ე მუხლი).წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_d6a3816edd47cc307fba71e26b1f43e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სროლა გარჩევა „ლაგუნა ვერე“ პატიმრობა შვიდი პირი
სროლა გარჩევა „ლაგუნა ვერე“ პატიმრობა შვიდი პირი
სისხლიანი გარჩევა „ლაგუნა ვერესთან“: პატიმრობა კიდევ ორ პირს შეეფარდა
19:24 11.04.2022 (განახლებულია: 23:41 11.04.2022) სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. „ლაგუნა ვერესთან“ სროლის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ბრალდებულ კიდევ ორ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ამგვარად, ამჟამად ბრალი წარდგენილი აქვს რვა პირს, საიდანაც შვიდს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 2 აპრილს მოხდა კოსტავას შესახვევში მდებარე ერთ-ერთ ოფისში. ჩხუბი, რომელშიც დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, სროლაში გადაიზარდა. სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი – კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ბიზნესმენი მარლენ მეტრეველი.
ამ დროისათვის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულია და პატიმრობაში იმყოფება შვიდი ადამიანი, კიდევ ერთი პირი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის ოთხი მუხლით: „ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში“ (109-ე მუხლის მე-3 პუნქტი), „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ“ (117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა“ (376-ე მუხლის მეორე ნაწილი), „ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა“ (236-ე მუხლი).