https://sputnik-georgia.com/20220411/msoflio-bankis-axali-prognozi-265885847.html
გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ახალი პროგნოზი: რუსეთის ეკონომიკა „ღრმა რეცესიაშია“
გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ახალი პროგნოზი: რუსეთის ეკონომიკა „ღრმა რეცესიაშია“
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციებით დაზარალებული რუსეთის ეკონომიკა წელს 11,2%-ით შემცირდება, ნათქვამია... 11.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-11T11:17+0400
2022-04-11T11:17+0400
2023-07-20T15:54+0400
ეკონომიკა
რუსეთი
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494169_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_b889e863d2fd12a75efc6fbe3e4b91b3.jpg
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციებით დაზარალებული რუსეთის ეკონომიკა წელს 11,2%-ით შემცირდება, ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილ ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკების შესახებ მოხსენებაში.ამასთან, განახლებული პროგნოზით, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო, შესაძლოა, 45,4%-ით დაეცეს.გარდა ამისა, შემცირდება ბელარუსის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და მოლდოვის ეკონომიკებიც, ხოლო რეგიონის დანარჩენი ქვეყნების მშპ „ანემიური ტემპებით“ გაიზრდება. და ეს მაშინ, როდესაც „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყებამდე მსოფლიო ბანკმა 2022 წელს რეგიონის ეკონომიკის 3%-იანი ზრდა იწინასწარმეტყველა.როგორც საფინანსო ინსტიტუტში აღნიშნავენ, ამჟამინდელი კლება რიგით მეორე იქნება კოროვირუსული პანდემიის დაწყების შემდეგ, და ამასთან ორჯერ გადააჭარბებს პანდემიის გამო მშპ-ის კლებას.მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რუსეთი „უკვე ღრმა რეცესიაშია ჩავარდნილი“. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, რუსეთისთვის ინვესტიციები 16,9%-ით შემცირდება, ექსპორტი — 30,9%-ით, იმპორტი — 35,2%-ით. ამასთან ინფლაცია 22%-მდე გაიზრდება, ხოლო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა წილი 11%-დან 12.8%-მდე აიწევს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494169_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_de2baa369c4a569f05caa7db80852b6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
ეკონომიკა, რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციებით დაზარალებული რუსეთის ეკონომიკა წელს 11,2%-ით შემცირდება,
ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილ ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკების შესახებ მოხსენებაში.
ამასთან, განახლებული პროგნოზით, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო, შესაძლოა, 45,4%-ით დაეცეს.
გარდა ამისა, შემცირდება ბელარუსის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და მოლდოვის ეკონომიკებიც, ხოლო რეგიონის დანარჩენი ქვეყნების მშპ „ანემიური ტემპებით“ გაიზრდება. და ეს მაშინ, როდესაც „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყებამდე მსოფლიო ბანკმა 2022 წელს რეგიონის ეკონომიკის 3%-იანი ზრდა იწინასწარმეტყველა.
როგორც საფინანსო ინსტიტუტში აღნიშნავენ, ამჟამინდელი კლება რიგით მეორე იქნება კოროვირუსული პანდემიის დაწყების შემდეგ, და ამასთან ორჯერ გადააჭარბებს პანდემიის გამო მშპ-ის კლებას.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რუსეთი „უკვე ღრმა რეცესიაშია ჩავარდნილი“. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, რუსეთისთვის ინვესტიციები 16,9%-ით შემცირდება, ექსპორტი — 30,9%-ით, იმპორტი — 35,2%-ით. ამასთან ინფლაცია 22%-მდე გაიზრდება, ხოლო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა წილი 11%-დან 12.8%-მდე აიწევს.