https://sputnik-georgia.com/20220411/gaumjobesebulia-yvela-parametri-azarasvilma-covid-tan-dakavsirebuli-vitareba-seafasa-265906444.html
გაუმჯობესებულია ყველა პარამეტრი - აზარაშვილმა COVID-თან დაკავშირებული ვითარება შეაფასა
გაუმჯობესებულია ყველა პარამეტრი - აზარაშვილმა COVID-თან დაკავშირებული ვითარება შეაფასა
Sputnik საქართველო
მიუხედავად გაუმჯობესებული სიტუაციისა, დახურულ სივრცეებში ნიღბების სავალდებულო ტარების გაუქმების საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება, განაცხადა მინისტრმა
2022-04-11T20:59+0400
2022-04-11T20:59+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264704039_0:0:3187:1793_1920x0_80_0_0_dbcc42f1ae2724f219954fd6a2121b6a.jpg
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. იმედი გვაქვს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ძალიან მალე გამოაცხადებს პანდემიის დასრულებას, ზუსტად ისევე, როგორც ორი წლის წინ მისი დაწყების შესახებ განაცხადა, აღნიშნა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე.იანვარი–თებერვალში საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკი გადაიარა. ახალი შტამი „ომიკრონი“ იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ 31 იანვარს დღეში ინფიცირების 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. თებერვლის შუა რიცხვებიდან ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში მკვეთრად გაუმჯობესდა. ბოლო დღეებში დღე-ღამეში საშუალოდ 200-300 შემთხვევა ფიქსირდება.მისი სიტყვებით, მიუხედავად გაუმჯობესებული სიტუაციისა, დახურულ სივრცეებში ნიღბების სავალდებულო ტარების გაუქმების საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება.ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით 28 მარტიდან საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების რეჟიმი გაუქმდა. თუმცა ნიღბები კვლავ საჭიროა დახურულ სივრცეებში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 281 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან საქართველოში სულ 1.651.577 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1.631.715 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16.777 ადამიანი გარდაიცვალა.კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264704039_456:0:3187:2048_1920x0_80_0_0_0cfb75e76f25da713e89060f20a59996.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გაუმჯობესება პარამეტრი ზურაბ აზარაშვილი covid-19 ეპიდვითარება შეფასება
გაუმჯობესება პარამეტრი ზურაბ აზარაშვილი covid-19 ეპიდვითარება შეფასება
გაუმჯობესებულია ყველა პარამეტრი - აზარაშვილმა COVID-თან დაკავშირებული ვითარება შეაფასა
20:59 11.04.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) მიუხედავად გაუმჯობესებული სიტუაციისა, დახურულ სივრცეებში ნიღბების სავალდებულო ტარების გაუქმების საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. იმედი გვაქვს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ძალიან მალე გამოაცხადებს პანდემიის დასრულებას, ზუსტად ისევე, როგორც ორი წლის წინ მისი დაწყების შესახებ განაცხადა, აღნიშნა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე.
იანვარი–თებერვალში საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკი გადაიარა. ახალი შტამი „ომიკრონი“ იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ 31 იანვარს დღეში ინფიცირების 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. თებერვლის შუა რიცხვებიდან ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში მკვეთრად გაუმჯობესდა. ბოლო დღეებში დღე-ღამეში საშუალოდ 200-300 შემთხვევა ფიქსირდება.
„დღეისათვის მნიშვნელოვნად გვაქვს გაუმჯობესებული ყველა პარამეტრი და კრიტერიუმი, რითაც ქვეყანაში პანდემია იზომება. ჰოსპიტალიზაცია მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი. ასევე ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელია საკმაოდ შემცირებული და, ვფიქრობ, ამ ტენდენციით დასასრული (პანდემიის) შორს არ უნდა იყოს“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მისი სიტყვებით, მიუხედავად გაუმჯობესებული სიტუაციისა, დახურულ სივრცეებში ნიღბების სავალდებულო ტარების გაუქმების საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით 28 მარტიდან საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების რეჟიმი გაუქმდა. თუმცა ნიღბები კვლავ საჭიროა დახურულ სივრცეებში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 281 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან საქართველოში სულ 1.651.577 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1.631.715 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16.777 ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.