https://sputnik-georgia.com/20220411/cvlilebebi-sida-frenebis-ganrigsi-265901460.html
რა ცვლილებებია შიდა ფრენების განრიგში
რა ცვლილებებია შიდა ფრენების განრიგში
Sputnik საქართველო
თვითმფრინავი, რომელიც თბილისი–ბათუმის მიმართულებით ფრენებს ასრულებდა, ამჟამად ტექნიკურ შემოწმებას გადის და განრიგში ცვლილებებიც ამან გამოიწვია, აღნიშნავენ... 11.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-11T18:28+0400
2022-04-11T18:28+0400
2022-04-11T23:03+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
სვანეთი
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23680/21/236802198_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_8f3122f55340aafb54f1fdccf3630bf3.jpg
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. ბათუმის მიმართულებით შიდა რეისები დროებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ნატახტრის აეროპორტიდან განხორციელდება, იუწყება საქართველოს აეროპორების გაერთიანება.მათი ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება ბათუმის მიმართულებით სამგზავრო ტიპის ავიახომალდსაც. საშუალო ზომის საჰაერო ხომალდის ნაცვლად, ფრენები დროებით მცირე ზომის L-410 მარკის თვითმფრინავით შესრულდება.შიდა ფრენების მიმართულებით განრიგში შესული ცვლილებები 10 აპრილს დაიწყო და 31 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.თბილისიდან ნატახტარში მგზავრებს, როგორც მესტია–ამბროლაურის რეისებზე, ბათუმის მიმართულებითაც თბილისის ცენტრიდან (პირველი რესპუბლიკის მოედანი, „ველოსიპედის“ მოპირდაპირე მხარეს) უფასო მიკროავტობუსი მოემსახურება.აეროპორების გაერთიანება სთხოვს მგზავრებს, ბილეთის შეძენისას ვებ-გვერდზე გაითვალისწინონ ცვლილება და ბათუმში გამგზავრებისას თბილისის ნაცვლად მონიშნონ ნატახტარი.ცვლილებები შეეხება მესტიის მიმართულებით ფრენებსაც. ავიარეისები პარასკევისა და კვირის ნაცვლად, ნატახტარი–მესტია–ნატახტრის მიმართულებით ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.
საქართველო
ბათუმი
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23680/21/236802198_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_2ea5dffbe28c5db5b3869c406c9d4634.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , სვანეთი , თბილისი დღეს
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , სვანეთი , თბილისი დღეს
რა ცვლილებებია შიდა ფრენების განრიგში
18:28 11.04.2022 (განახლებულია: 23:03 11.04.2022) თვითმფრინავი, რომელიც თბილისი–ბათუმის მიმართულებით ფრენებს ასრულებდა, ამჟამად ტექნიკურ შემოწმებას გადის და განრიგში ცვლილებებიც ამან გამოიწვია, აღნიშნავენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. ბათუმის მიმართულებით შიდა რეისები დროებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ნატახტრის აეროპორტიდან განხორციელდება, იუწყება საქართველოს აეროპორების გაერთიანება.
მათი ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება ბათუმის მიმართულებით სამგზავრო ტიპის ავიახომალდსაც. საშუალო ზომის საჰაერო ხომალდის ნაცვლად, ფრენები დროებით მცირე ზომის L-410 მარკის თვითმფრინავით შესრულდება.
„თბილისი–ბათუმის მიმართულებით ფრენებს საშუალო ზომის, „ემბრაერის“ ტიპის ხომალდი ასრულებდა, რომელიც ამჟამად ტექნიკურ შემოწმებას გადის. სწორედ ამიტომ შევიდა განრიგში ცვლილებები და შეიცვალა საჰაერო ხომალდიც და აეროპორტიც“, – აღნიშნავენ გაერთიანებაში.
შიდა ფრენების მიმართულებით განრიგში შესული ცვლილებები 10 აპრილს დაიწყო და 31 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.
თბილისიდან ნატახტარში მგზავრებს, როგორც მესტია–ამბროლაურის რეისებზე, ბათუმის მიმართულებითაც თბილისის ცენტრიდან (პირველი რესპუბლიკის მოედანი, „ველოსიპედის“ მოპირდაპირე მხარეს) უფასო მიკროავტობუსი მოემსახურება.
აეროპორების გაერთიანება სთხოვს მგზავრებს, ბილეთის შეძენისას
ვებ-გვერდზე გაითვალისწინონ ცვლილება და ბათუმში გამგზავრებისას თბილისის ნაცვლად მონიშნონ ნატახტარი.
ცვლილებები შეეხება მესტიის მიმართულებით ფრენებსაც. ავიარეისები პარასკევისა და კვირის ნაცვლად, ნატახტარი–მესტია–ნატახტრის მიმართულებით ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.