შენგელიას კლუბმა იტალიის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliთორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2022
გამოწერა
ქართველი კალათბურთელი იტალიურ კლუბ „ვირტუს სეგაფრედო ბოლონიაში“ (Virtus Segafredo Bologna) 2022 წლის მარტში მოსკოვის „ცსკადან“ გადავიდა.
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას კლუბმა ბოლონიის „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატში (Lega Basket Serie A) „მილანთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
თამაში ანგარიშით 83:65 დასრულდა.
მატჩის ბედი, ფაქტობრივად, მესამე პერიოდში გადაწყდა, როდესაც ბოლონიელების უპირატესობა 22 ქულამდე გაიზარდა - 71:49.

„ვირტუსის“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი თორნიკე შენგელიამაც შეიტანა. 27 წუთში მან ათი ქულა მოაგროვა და ხუთი მოხსნა გააკეთა.

ბოლონიის გუნდმა ამ გამარჯვებით თავისი ლიდერობა ჩემპიონატში გაიმყარა.
შენგელია იტალიურ კლუბ „ვირტუს სეგაფრედო ბოლონიაში“ (Virtus Segafredo Bologna) 2022 წლის მარტში მოსკოვის „ცსკადან“ გადავიდა. კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.
შენგელია „ცსკაში“ 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. ქართველი კალათბურთელი მოსკოვურ კლუბში ესპანური ბასკონიიდან გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც ექვსი სეზონი ითამაშა.
ყველა ახალი ამბავი
0