https://sputnik-georgia.com/20220410/saqartvelos-ekoturizmit-saertasoriso-mecnierebi-dainteresdnen-265876119.html
საქართველოს ეკოტურიზმით საერთაშორისო მეცნიერები დაინტერესდნენ
საქართველოს ეკოტურიზმით საერთაშორისო მეცნიერები დაინტერესდნენ
Sputnik საქართველო
საქართველოს ფლორის, ფაუნის და ქვეყნის ეკოტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სამეცნიერო სტატიები მომზადდება.
2022-04-10T15:51+0400
2022-04-10T15:51+0400
2022-04-10T15:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22863/77/228637711_0:59:1200:734_1920x0_80_0_0_a314316b19d4dbd46f34fb3c5065401e.jpg
თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. საქართველოს ეკოტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო და სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლები ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.უწყების ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და ნორვეგიის სამოგზაურო და ეკოტურისტული გამოცემების წარმომადგენლებს მასპინძლობს.ტურის ფარგლებში სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლებმა თბილისი, სიღნაღი, დავით-გარეჯი მოინახულეს, ასევე დაათვალიერეს დაცული ტერიტორიები - ჭაჭუნის აღკვეთილი და ვაშლოვანის ეროვნული პარკი.ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურის მონაწილეები კახეთში ღვინის მარნებს ესტუმრებიან, გაემგზავრებიან ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. გამოცემების მეცნიერები და მკვლევრები ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკოს“ წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომელიც 2014 წელს ველური ბუნების კონსერვაციის ქართულმა ცენტრმა დააარსა და BirdLife-ის, მსოფლიოს უმსხვილესი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის ადგილობრივი პარტნიორია.ტურის მონაწილეები საქართველოს ფლორის, ფაუნის და ქვეყნის ეკოტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სამეცნიერო სტატიებს მოამზადებენ, რაც ხელს შეუწყობს ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის (Bird Watching) განვითარებას.წყარო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22863/77/228637711_71:0:1128:793_1920x0_80_0_0_408d6c853b7305fc835db96cccb9ff18.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ეკოტურიზმი მსოფლიო მეცნიერები
საქართველო ეკოტურიზმი მსოფლიო მეცნიერები
საქართველოს ეკოტურიზმით საერთაშორისო მეცნიერები დაინტერესდნენ
15:51 10.04.2022 (განახლებულია: 15:52 10.04.2022) საქართველოს ფლორის, ფაუნის და ქვეყნის ეკოტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სამეცნიერო სტატიები მომზადდება.
თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. საქართველოს ეკოტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო და სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლები ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და ნორვეგიის სამოგზაურო და ეკოტურისტული გამოცემების წარმომადგენლებს მასპინძლობს.
„მათ ინტერესს ეკოტურიზმი და ფრინველებზე დაკვირვება წარმოადგენს საქართველოში. ტურის შემდეგ რეიტინგულ გამოცემებში სტატიები დაიბეჭდება, რაც ხელს შეუწყობს ეკო-ტურიზმის პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს უფროსმა, მარინა ბოჯგუამ.
ტურის ფარგლებში სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლებმა თბილისი, სიღნაღი, დავით-გარეჯი მოინახულეს, ასევე დაათვალიერეს დაცული ტერიტორიები - ჭაჭუნის აღკვეთილი და ვაშლოვანის ეროვნული პარკი.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურის მონაწილეები კახეთში ღვინის მარნებს ესტუმრებიან, გაემგზავრებიან ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. გამოცემების მეცნიერები და მკვლევრები ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკოს“ წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომელიც 2014 წელს ველური ბუნების კონსერვაციის ქართულმა ცენტრმა დააარსა და BirdLife-ის, მსოფლიოს უმსხვილესი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის ადგილობრივი პარტნიორია.
ტურის მონაწილეები საქართველოს ფლორის, ფაუნის და ქვეყნის ეკოტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სამეცნიერო სტატიებს მოამზადებენ, რაც ხელს შეუწყობს ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის (Bird Watching) განვითარებას.