https://sputnik-georgia.com/20220410/safrangetsi-saprezidento-arcevnebi-mimdinareobs-265874146.html
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
არჩევნებში მონაწილეობს 12 კანდიდატი, მათ შორის საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
2022-04-10T12:18+0400
2022-04-10T12:18+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
საფრანგეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23071/56/230715633_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_d97926ac3070eb7eeeb26bf001f0b886.jpg
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საფრანგეთში და მის საზღვაო ტერიტორიებზე კვირას პარიზის დროით 08:00 საათზე (თბილისის დროით 10:00 საათზე) დაახლოებით 70.000 საარჩევნო უბანი გაიხსნა.საფრანგეთის პრეზიდენტს ირჩევენ ხუთი წლის ვადით, საყოველთაო პირდაპირი ფარული კენჭისყრით. არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაახლოებით 49 მილიონ ამომრჩეველს შეუძლია.საარჩევნო უბნები საფრანგეთის კომუნების უმრავლესობაში ღია იქნება 19:00 საათამდე, ხოლო პარიზში, ლიონში, მარსელში, ნიცაში, ბორდოში, ტულუზაში და სხვა დიდ ქალაქში - 20:00 საათამდე.არჩევნებში მონაწილეობს 12 კანდიდატი, მათ შორის საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც მის მიერ შექმნილი მოძრაობის „რესპუბლიკა წინ!“ (La République En Marche!) მხარდაჭერით მეორე ვადით იყრის კენჭს. მისი მთავარი კონკურენტი არის „საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის“ კანდიდატი, დეპუტატი მარინ ლე პენი.პრეზიდენტობის პრეტენდენტის ხუთეულში ასევე არიან „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი, პარლამენტარი ჟან-ლუკ მელანშონი, მემარჯვენე მოძრაობა Reconquista-ს დამფუძნებელი, ჟურნალისტი ერიკ ზემური და ილ-დე-ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელი ვალერი პეკრესი, რომელიც რესპუბლიკურმა პარტიამ წარადგინა.კენჭისყრის პირველი წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება ბოლო საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ. კენჭისყრის მეორე ტური გადამწყვეტი იქნება. ის ზუსტად ორი კვირის შემდეგ, 24 აპრილს გაიმართება.პირველ ტურამდე გამოქვეყნებული გამოკითხვების შედეგების მიხედვით, მაკრონი ლე პენს მცირე სხვაობით უსწრებს.კომპანია Elabe-ს გამოკითხვის მიხედვით, 8 აპრილის მდგომარეობით, მაკრონმა პირველ ტურში ხმების 26% შეიძლება მოიპოვოს, ლე პენმა - 25%. მაკრონსა და ლე პენს შორის სხვაობა მეორე ტურშიც შემცირდა: საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა 51% შეიძლება მოიპოვოს, ხოლო მარინ ლე პენმა - 49%.
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23071/56/230715633_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_52fa2c13f73d4ba96ba90dadf158dda1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საფრანგეთი პრეზიდენტი არჩევნები ემანუელ მაკრონი მარინ ლე-პენი
საფრანგეთი პრეზიდენტი არჩევნები ემანუელ მაკრონი მარინ ლე-პენი
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
12:18 10.04.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) არჩევნებში მონაწილეობს 12 კანდიდატი, მათ შორის საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საფრანგეთში და მის საზღვაო ტერიტორიებზე კვირას პარიზის დროით 08:00 საათზე (თბილისის დროით 10:00 საათზე) დაახლოებით 70.000 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
საფრანგეთის პრეზიდენტს ირჩევენ ხუთი წლის ვადით, საყოველთაო პირდაპირი ფარული კენჭისყრით. არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაახლოებით 49 მილიონ ამომრჩეველს შეუძლია.
საარჩევნო უბნები საფრანგეთის კომუნების უმრავლესობაში ღია იქნება 19:00 საათამდე, ხოლო პარიზში, ლიონში, მარსელში, ნიცაში, ბორდოში, ტულუზაში და სხვა დიდ ქალაქში - 20:00 საათამდე.
არჩევნებში მონაწილეობს 12 კანდიდატი, მათ შორის საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც მის მიერ შექმნილი მოძრაობის „რესპუბლიკა წინ!“ (La République En Marche!) მხარდაჭერით მეორე ვადით იყრის კენჭს. მისი მთავარი კონკურენტი არის „საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის“ კანდიდატი, დეპუტატი მარინ ლე პენი.
პრეზიდენტობის პრეტენდენტის ხუთეულში ასევე არიან „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი, პარლამენტარი ჟან-ლუკ მელანშონი, მემარჯვენე მოძრაობა Reconquista-ს დამფუძნებელი, ჟურნალისტი ერიკ ზემური და ილ-დე-ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელი ვალერი პეკრესი, რომელიც რესპუბლიკურმა პარტიამ წარადგინა.
კენჭისყრის პირველი წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება ბოლო საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ. კენჭისყრის მეორე ტური გადამწყვეტი იქნება. ის ზუსტად ორი კვირის შემდეგ, 24 აპრილს გაიმართება.
პირველ ტურამდე გამოქვეყნებული გამოკითხვების შედეგების მიხედვით, მაკრონი ლე პენს მცირე სხვაობით უსწრებს.
კომპანია Elabe-ს გამოკითხვის მიხედვით, 8 აპრილის მდგომარეობით, მაკრონმა პირველ ტურში ხმების 26% შეიძლება მოიპოვოს, ლე პენმა - 25%. მაკრონსა და ლე პენს შორის სხვაობა მეორე ტურშიც შემცირდა: საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა 51% შეიძლება მოიპოვოს, ხოლო მარინ ლე პენმა - 49%.