https://sputnik-georgia.com/20220410/safrangetis-saprezidento-arcevnebi-egzitpolebis-pirveli-sedegebi-265880291.html
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები - ეგზიტპოლების პირველი მონაცემები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები - ეგზიტპოლების პირველი მონაცემები
Sputnik საქართველო
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს არის დაგეგმილი
2022-04-10T22:38+0400
2022-04-10T22:38+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
საფრანგეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0a/265879655_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_450002a6e3448ba929515f0a54c338f3.jpg
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ლიდერობენ მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის“ კანდიდატი მარინ ლე პენი - შესაბამისად ხმების 24,7% და 23,5%-ით, მოწმობს ეგზიტპოლების პირველი მონაცემები.საფრანგეთში და მის საზღვაო ტერიტორიებზე კვირას საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას (50% პლუს ერთი ხმა), ჩატარდება მეორე ტური. ის 24 აპრილს არის დაგეგმილი.ეგზიტპოლების მონაცემებით, მაკრონს და ლე პენს მოსდევს „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი, ულტრამემარცხენე პარლამენტარი ჟან-ლუკ მელანშონი - ხმების 19%-ით. შემდეგ მოდიან ცენტრისტული რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ვალერი პეკრესი და ულტრამემარჯვენე ერიკ ზემური - თითოეული ხმების 8%-ით.საფრანგეთის პრეზიდენტს ირჩევენ ხუთი წლის ვადით, საყოველთაო პირდაპირი ფარული კენჭისყრით. არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაახლოებით 49 მილიონ ამომრჩეველს შეეძლო. აქტივობამ 17.00 საათისთვის (ადგილობრივი დროით) 65% შეადგინა.
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0a/265879655_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_0b9bc2adcdbac1bd810df2667671efc0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საფრანგეთი პრეზიდენტი არჩევნები ეგზიტპოლები მონაცემები შედეგები
საფრანგეთი პრეზიდენტი არჩევნები ეგზიტპოლები მონაცემები შედეგები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები - ეგზიტპოლების პირველი მონაცემები
22:38 10.04.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს არის დაგეგმილი
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ლიდერობენ მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და „საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის“ კანდიდატი მარინ ლე პენი - შესაბამისად ხმების 24,7% და 23,5%-ით, მოწმობს ეგზიტპოლების პირველი მონაცემები.
საფრანგეთში და მის საზღვაო ტერიტორიებზე კვირას საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.
იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას (50% პლუს ერთი ხმა), ჩატარდება მეორე ტური. ის 24 აპრილს არის დაგეგმილი.
ეგზიტპოლების მონაცემებით, მაკრონს და ლე პენს მოსდევს „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი, ულტრამემარცხენე პარლამენტარი ჟან-ლუკ მელანშონი - ხმების 19%-ით. შემდეგ მოდიან ცენტრისტული რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ვალერი პეკრესი და ულტრამემარჯვენე ერიკ ზემური - თითოეული ხმების 8%-ით.
საფრანგეთის პრეზიდენტს ირჩევენ ხუთი წლის ვადით, საყოველთაო პირდაპირი ფარული კენჭისყრით. არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაახლოებით 49 მილიონ ამომრჩეველს შეეძლო. აქტივობამ 17.00 საათისთვის (ადგილობრივი დროით) 65% შეადგინა.