https://sputnik-georgia.com/20220410/gorsi-18-wlis-win-mokluli-mozardis-cxedari-ipoves-265875042.html
გორში 18 წლის წინ მოკლული მოზარდის ცხედარი იპოვეს
გორში 18 წლის წინ მოკლული მოზარდის ცხედარი იპოვეს
Sputnik საქართველო
არსებული ინფორმაციით, იაგო ნებიერიძემ სამართალდამცველებს 11 წლის მოზარდის ცხედრის სავარაუდო ადგილსამყოფელი თავად მიუთითა
2022-04-10T13:41+0400
2022-04-10T13:41+0400
2022-04-10T14:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართლი
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259467444_0:165:1280:885_1920x0_80_0_0_6db9a389ebd058810c381ddd852b91af.jpg
თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. გორში 2004 წელს გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.18 წლის წინ დაკარგული 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილის ცხედარს გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, მდინარე ლიახვის პირას მიაკვლიეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ მოზარდის ოჯახს ინფორმაცია აღნიშნულ საქმეზე ეჭვმიტანილმა, იაგო ნებიერიძემ მიაწოდა.11 წლის ზაქრო ბერძენიშვილი 2004 წლის ნოემბერში გორიდან საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. ბავშვის ადგილსამყოფელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, თუმცა, ცხედრის კვალს ვერ მიაგნეს.ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. მოგვიანებით, სწორედ ფულის გამოძალვის ბრალდებით, იაგო ნებიერიძე დააკავეს. თუმცა, ნებიერიძეს მაშინ ბავშვის გატაცებაზე ან მკვლელობაზე ბრალი არ დაუმტკიცდა. მან სასჯელი მხოლოდ ფულის გამოძალვის ბრალდებით მოიხადა.ზაქრო ბერძენიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გორის კულტურისა და დასვენების პარკში ბოლოს 2018 წელს მიმდინარეობდა. აღნიშნული სამუშაოები იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე დაიწყო.8 წლის გოგონას მკვლელობა გორში: იაგო ნებიერიძის განაჩენი ძალაში დარჩა >>რამდენიმე კვირის განმავლობაში პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ხელსაწყოებისა და ცოცხალი ძალის გამოყენებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა, მაშინ სამართალდამცავებმა ცხედარს ვერ მიაკვლიეს.გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება >>იაგო ნებიერიძე ამჟამად რვა წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობისა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის იხდის სასჯელს. ნანა ბერიაშვილი გორში 2018 წლის 25 ოქტომბერს, ნაშუადღევს გაუჩინარდა. ის სახლიდან სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, მაგრამ სკოლაში არ მისულა. მოგვიანებით ბავშვის ცხედარი მის სახლთან ახლოს, მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს. ნებიერიძეს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.
საქართველო
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259467444_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_6aa15a657bcb91fa0a17aefd1bbcba63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გორი 2004 წელი მოზარდი ზაქრო ბერძნიშვილი ცხედარი იაგო ნებიერიძე
გორი 2004 წელი მოზარდი ზაქრო ბერძნიშვილი ცხედარი იაგო ნებიერიძე
გორში 18 წლის წინ მოკლული მოზარდის ცხედარი იპოვეს
13:41 10.04.2022 (განახლებულია: 14:13 10.04.2022) არსებული ინფორმაციით, იაგო ნებიერიძემ სამართალდამცველებს 11 წლის მოზარდის ცხედრის სავარაუდო ადგილსამყოფელი თავად მიუთითა
თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. გორში 2004 წელს გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
18 წლის წინ დაკარგული 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილის ცხედარს გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, მდინარე ლიახვის პირას მიაკვლიეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ მოზარდის ოჯახს ინფორმაცია აღნიშნულ საქმეზე ეჭვმიტანილმა, იაგო ნებიერიძემ მიაწოდა.
11 წლის ზაქრო ბერძენიშვილი 2004 წლის ნოემბერში გორიდან საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. ბავშვის ადგილსამყოფელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, თუმცა, ცხედრის კვალს ვერ მიაგნეს.
ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. მოგვიანებით, სწორედ ფულის გამოძალვის ბრალდებით, იაგო ნებიერიძე დააკავეს. თუმცა, ნებიერიძეს მაშინ ბავშვის გატაცებაზე ან მკვლელობაზე ბრალი არ დაუმტკიცდა. მან სასჯელი მხოლოდ ფულის გამოძალვის ბრალდებით მოიხადა.
ზაქრო ბერძენიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გორის კულტურისა და დასვენების პარკში ბოლოს 2018 წელს მიმდინარეობდა. აღნიშნული სამუშაოები იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე დაიწყო.
რამდენიმე კვირის განმავლობაში პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ხელსაწყოებისა და ცოცხალი ძალის გამოყენებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა, მაშინ სამართალდამცავებმა ცხედარს ვერ მიაკვლიეს.
იაგო ნებიერიძე ამჟამად რვა წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობისა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის იხდის სასჯელს. ნანა ბერიაშვილი გორში 2018 წლის 25 ოქტომბერს, ნაშუადღევს გაუჩინარდა. ის სახლიდან სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, მაგრამ სკოლაში არ მისულა. მოგვიანებით ბავშვის ცხედარი მის სახლთან ახლოს, მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს. ნებიერიძეს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.