გარდაიცვალა თეატრალური კრიტიკოსი ვერა წერეთელი

© photo: Sputnikჟურნალისტი, თეატრმცოდნე ვერა წერეთელი
ჟურნალისტი, თეატრმცოდნე ვერა წერეთელი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2022
გამოწერა
ვერა წერეთლის კოლეგები მას თავისი დარგის პროფესიონალს უწოდებენ, ხოლო მის ნამუშევრებს - „ოსტატობის ეტალონს".
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. გარდაიცვალა გამოჩენილი თეატრალური კრიტიკოსი, ჟურნალისტი, ჟურნალ „რუსული კლუბის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ (International Federation of Journalists) წევრი, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირისა და თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი ვერა წერეთელი.
ვერა წერეთლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგემ, ნინა შადური-ზარდალიშვილმა გაავრცელა.
„ვერა წერეთელი იყო ჭკვიანი, ნიჭიერი, გამორჩეული პროფესიონალი. და საერთოდ - ასეთი მხოლოდ ის იყო. სხვებისგან განსხვავებით, ორიგინალური და არაჩვეულებრივი. რა კარგია, რომ მოვასწარით და გავახარეთ ვერა ალექსანდროვნა წიგნით, რომელიც მას მიეძღვნა! ვინ იცოდა, რომ ეს მისთვის ჩვენი ბოლო საჩუქარი იყო“, - დაწერა ნინა ზარდალიშვილმა.
ვერა წერეთლის კოლეგები მას თავისი დარგის პროფესიონალს უწოდებენ, ხოლო მის ნამუშევრებს - „ოსტატობის ეტალონს".
ვერა მაკაროვა-წერეთელი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0