https://sputnik-georgia.com/20220410/danasauli-saqartvelosi-2022-wlis-bolo-monacemebi-265872186.html
დანაშაული საქართველოში: 2022 წლის ბოლო მონაცემები
დანაშაული საქართველოში: 2022 წლის ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა, განაცხადეს შსს-ში
2022-04-10T10:00+0400
2022-04-10T10:00+0400
2022-04-10T10:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260367143_0:145:1280:866_1920x0_80_0_0_0216b75db8b53391f339ff722dfb926c.jpg
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 28 თებერვლამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 8%-ით შემცირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.უწყების ცნობით, იანვარ-თებერვალში საქართველოში დაახლოებით 8,7 ათასი დანაშაული მოხდა, რომელთა 43,7%-ია გახსნილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების თანახმად, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება.დანაშაულის ტოპ-ხუთეულისაქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 1-28 თებერვლამდე პერიოდში დაახლოებით 2,6 ათასი მსგავსი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 43,8%.მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. ორ თვეში დაფიქსირდა 689 ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 66,9%.მესამე ადგილზე კი სატრანსპორტო დანაშაული აღმოჩნდა – 626 ფაქტი 1 იანვრიდან 28 თებერვლამდე, საიდანაც გახსნილია 3,9%.ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულიგარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, ორ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 10 მკვლელობა, აქედან 4 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 40 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 15 – გაუპატიურება, 2 – ადამიანებით ვაჭრობა.რამდენი დაისაჯასაქართველოში 2022 წლის იანვარ-თებერვალში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 3.403 ადამიანი. აქედან 236 პირობით სასჯელს იხდიდა.1.054 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს. სხვადასხვა დანაშაულის გამო დაზარალებულის სტატუსი 3.338 ადამიანს მოენიჭა.წყარო - შსს-ს მასალები
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260367143_56:130:1163:960_1920x0_80_0_0_107934b25105a2e970db6053cdbb696c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დანაშაული საქართველო 2022 წელი მონაცემები სტატისტიკა იანვარი თებერვალი
დანაშაული საქართველო 2022 წელი მონაცემები სტატისტიკა იანვარი თებერვალი
დანაშაული საქართველოში: 2022 წლის ბოლო მონაცემები
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა, განაცხადეს შსს-ში
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 28 თებერვლამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 8%-ით შემცირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
უწყების ცნობით, იანვარ-თებერვალში საქართველოში დაახლოებით 8,7 ათასი დანაშაული მოხდა, რომელთა 43,7%-ია გახსნილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების თანახმად, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება.
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 1-28 თებერვლამდე პერიოდში დაახლოებით 2,6 ათასი მსგავსი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 43,8%.
მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. ორ თვეში დაფიქსირდა 689 ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 66,9%.
მესამე ადგილზე კი სატრანსპორტო დანაშაული აღმოჩნდა – 626 ფაქტი 1 იანვრიდან 28 თებერვლამდე, საიდანაც გახსნილია 3,9%.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული
სატრანსპორტო დანაშაული – 626
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, ორ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 10 მკვლელობა, აქედან 4 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 40 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 15 – გაუპატიურება, 2 – ადამიანებით ვაჭრობა.
საქართველოში 2022 წლის იანვარ-თებერვალში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 3.403 ადამიანი. აქედან 236 პირობით სასჯელს იხდიდა.
1.054 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს. სხვადასხვა დანაშაულის გამო დაზარალებულის სტატუსი 3.338 ადამიანს მოენიჭა.