https://sputnik-georgia.com/20220410/awarasi-xmis-saertasoriso-festivali-miafonia-gaimarteba-265872562.html
აჭარაში ხმის საერთაშორისო ფესტივალი MiaFonia გაიმართება
აჭარაში ხმის საერთაშორისო ფესტივალი MiaFonia გაიმართება
Sputnik საქართველო
ფესტივალი გააერთიანებს სიმღერის, ხმის და ბგერითი პრაქტიკების ოსტატებს
2022-04-10T10:30+0400
2022-04-10T10:30+0400
2022-04-10T10:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/14/259740004_0:151:3077:1882_1920x0_80_0_0_bfc8fde82f004cc705790bb0c20b16c7.jpg
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. აჭარაში 3-9 ივნისს ხმის საერთაშორისო ფესტივალი MiaFonia გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების ვებგვერდზე.საერთაშორისო ფესტივალი MiaFonia (ბერძნულიდან ითარგმნება როგორც „ჩემი ხმა") აერთიანებს სიმღერის, ხმის და ბგერის პრაქტიკების ოსტატებს. ის ულამაზეს კურორტ გომარდულში მდებარე Gomarduli Zen Garden ცენტრში გაიმართება.პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს დამწყებთათვის, პროფესიონალებისა და წამყვანებისთვის, კონცერტებს, ხმის და სხეულის „გათავისუფლების“ გაკვეთილებს, იმპროვიზაციის გაკვეთილებს, სიმღერის პლეიბეკ-თეატრს, მეტყველების მუსიკას, სხეულისა და ხმის თერაპიას, მუსიკისა და ცეკვის ჯემებს და მრავალი სხვას.სტუმრებთან იმუშავებენ პედაგოგები, წამყვანები და ტრენერები რამდენიმე ქვეყნიდან - ისრაელიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ასევე საქართველოდან.ქვეყანას ფესტივალზე მომღერალი, მუსიკოსი, ქართული ჯგუფ Asea Sool-ის წევრი ატინა კორნელიუსი წარადგენს. ჯგუფი ასრულებს მუსიკას თავისებურ სტილში - „ხმელი-სუნელი". ეს, მუსიკოსების თქმით, არის ქართული ხალხური მოტივების შერწყმა ჯაზთან, ბლუზთან და როკთან.ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ფესტივალის პროგრამა გაიმართება კავკასიის მომაჯადოებელი ბუნების და ქართული ავთენტური სამზარეულოს ფონზე.წყარო - ფესტივალი ორგანიზატორების ვებგვერდი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/14/259740004_127:0:2858:2048_1920x0_80_0_0_c1c5db9fb44950b2c7ba4f3c8d91d887.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აჭარა ხმა საერთაშორისო ფესტივალი miafonia გომარდული
აჭარა ხმა საერთაშორისო ფესტივალი miafonia გომარდული
აჭარაში ხმის საერთაშორისო ფესტივალი MiaFonia გაიმართება
ფესტივალი გააერთიანებს სიმღერის, ხმის და ბგერითი პრაქტიკების ოსტატებს
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. აჭარაში 3-9 ივნისს ხმის საერთაშორისო ფესტივალი MiaFonia გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების ვებგვერდზე.
საერთაშორისო ფესტივალი MiaFonia (ბერძნულიდან ითარგმნება როგორც „ჩემი ხმა") აერთიანებს სიმღერის, ხმის და ბგერის პრაქტიკების ოსტატებს. ის ულამაზეს კურორტ გომარდულში მდებარე Gomarduli Zen Garden ცენტრში გაიმართება.
პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს დამწყებთათვის, პროფესიონალებისა და წამყვანებისთვის, კონცერტებს, ხმის და სხეულის „გათავისუფლების“ გაკვეთილებს, იმპროვიზაციის გაკვეთილებს, სიმღერის პლეიბეკ-თეატრს, მეტყველების მუსიკას, სხეულისა და ხმის თერაპიას, მუსიკისა და ცეკვის ჯემებს და მრავალი სხვას.
სტუმრებთან იმუშავებენ პედაგოგები, წამყვანები და ტრენერები რამდენიმე ქვეყნიდან - ისრაელიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ასევე საქართველოდან.
ქვეყანას ფესტივალზე მომღერალი, მუსიკოსი, ქართული ჯგუფ Asea Sool-ის წევრი ატინა კორნელიუსი წარადგენს. ჯგუფი ასრულებს მუსიკას თავისებურ სტილში - „ხმელი-სუნელი". ეს, მუსიკოსების თქმით, არის ქართული ხალხური მოტივების შერწყმა ჯაზთან, ბლუზთან და როკთან.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ფესტივალის პროგრამა გაიმართება კავკასიის მომაჯადოებელი ბუნების და ქართული ავთენტური სამზარეულოს ფონზე.