12 გოლი: ქართველი ფეხბურთელის წარმატება „მწვანე კონტინენტზე“ - ვიდეო

© photo: courtesy of FC "Rubin"ბექა მიქელთაძე
ბექა მიქელთაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2022
გამოწერა
ქართველმა ლეგიონერმა ავსტრალიის ჩემპიონატის 18 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილი დაიკავა
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. „ნიუკასლ ჯეტსის" (Newcastle Jets) ქართველმა ლეგიონერმა, 24 წლის ბექა მიქელთაძემ ავსტრალიურ კლუბში ჰეთ-თრიკი შეასრულა და „მწვანე კონტინენტზე" გადასვლის შემდეგ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
A-ლიგის (ავსტრალიის ჩემპიონატის) 23-ე ტურში „ნიუკასლ ჯეტსმა“ საკუთარ მოედანზე „პერთ გლორის“ (Perth Glory) უმასპინძლა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა - 6:1.
მიქელთაძემ პირველ ტაიმში ორჯერ აიღო მეტოქის კარი (31-ე და 37-ე წუთებზე), ხოლო თამაშის მეორე ნახევარში, 78-ე წუთზე პენალტი შეასრულა.
23 ტურის შემდეგ „ნიუკასლ ჯეტსმა“ 25 ქულა მოაგროვა და მე-9 ადგილი დაიკავა, ამასთან კლუბს რეზერვში სამი გადადებული მატჩი აქვს.
რაც შეეხება ბექა მიქელთაძეს, მან 18 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ჯეიმი მაკლარენის („მელბურნ სიტი“, 14 გოლი) შემდეგ მეორე პოზიციას იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0